EPT-ის ბრენდი სოჭის სერიებით ბრუნდება

PokerStars-მა ერთხელ უკვე სცადა EPT-ის ბრენდი PokerStars Championship-ად გარდაექმნა, თუმცა ახალმა წამოწყებამ სრული კრახი განიცადა. ცოტა ხნის წინ კი, EPT-ის სახელი პოკერის სამყაროს სოჭში, EPT Sochi-ის სერიებით დაუბრუნდა და გულშემატკივრების მხარდაჭერაც მოიპოვა. მთავარი ღონისძიების გამარჯვებული არსენი კარმატსკი გახდა. 

ამ მომენტისთვის, არსენი კარმატსკის ონლაინ სატურნირო კარიერა $2 მილიონ დოლარზე მეტ მოგებას ითვლის. მან 861 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და $30.000 დოლარიან PokerStars Platinum Pass-თან ერთად, $478.451 დოლარი მოიგო. PokerStars Platinum Pass-ის მეშვეობით, 2019 წლისთვის ბაჰამის კუნძულებზე დაგეგმილი PokerStars-ის ჩემპიონატისთვის, კარმატსკიმ არამხოლოდ ტურნირის ბილეთი, არამედ მგზავრობასთან და დაბინავებასთან დაკავშირებული სრული პაკეტი მიიღო. 

ტურნირის ფინალური დღე, შეიძლება ითქვას, კარმატსკის შოუ იყო: მან ფინალური დღე ჩიპლიდერის პოზიციით დაიწყო და დაასრულა კიდეც, მაგრამ რაც მთავარია, მაგიდაზე მყოფი ყოველი ოპონენტი თავადვე გამოთიშა პირველი ადგილისკენ მიმავალ გზას. 

თეგები
სოჭი Pokerstars EPT

რუმები

ქართული უცხოური