ჯოზეფ ჩონგის მე-2 WSOPC-ის ოქროს ბეჭედი

პოკერის ვეტერან მოთამაშესა და უკვე HighStakes-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, ჯოზეფ ჩონგს დიდი ჰქონდა: მან ჯერ ლას ვეგასში, Planet Hollywood-ში გამართულ მეინ ივენთზე ფინალურ მაგიდაზე თამაში და მე-8 ადგილზე გასვლა მოახერხა, ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ კი კიდევ ერთ ივენთზე, $2.200 დოლარიან ტურნირზე დარეგისტრირდა, რომელიც პირველი პოზიციითა და კარიერაში მე-2 ოქროს ბეჭდის მოგებით დაასრულა.

რა თქმა უნდა, 600 მოთამაშეს შორის წარმატებული ბრძოლისა და ფინალურ მაგიდაზე მიღწევის შემდეგ, მე-8 ადგილისთვის $22.436 დოლარის მოგება საკმაოდ გულადასაწყვეტი იქნებოდა, როდესაც პირველი ადგილისთვის $200.000 დოლარამდე იყო დაწესებული. $2.200-იან ივენთზე დარეგისტრირების შემდეგ, ჩონგმა მალევე მოახერხა სტეკის გაოთხმაგება, რამაც მას სტაბილური მდგომარეობა მოუტანა. ისიც უნდა ითქვას, რომ ფინალურ მაგიდაზე მიღწევის შემდეგ, ჯოზეფ ჩონგს საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა, რამდენადაც მაგიდაზე პოკერის ლეგენდა, ერიკ ბოლდვინი იმყოფებდა, ლაივ ტურნირებზე მოგებული $10.000.000 დოლარიანი რეზიუმეთი. გარდა ამისა, მაგიდაზე  ისეთი მოთამაშეებიც მოხვდნენ, როგორებიც WSOP-ის სამაჯურის მფლობელი ანკუშ მანდავია და WSOPC-ის ოქროს ბეჭდების მფლობელები - დილან ვილკერსონი და სტივ ფოტიც არიან. 

დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ჯოზეფ ჩონგმა ფინალურ ჰედს-აპამდე დამაჯერებელი უპირატესობით მიაღწია: მისი 2.1 მილიონიანი სტეკი ჰიონ კიმის 500.000-იან სტეკს დაუპირისპირდა, რამაც ჩონგს აგრესიული თამაშის საშუალება მისცა. აგრესიამ შედეგი გამოიღო და ნელ-ნელა კიმის სტეკი ჩონგის საკუთრებაში გადავიდა. საბოლოოდ, პოკერის ვეტერანმა მოთამაშემ პირველი ადგილისთვის დაწესებული $65.399 დოლარი და კარიერაში მე-2 WSOPC-ის ოქროს ბეჭედი მიიღო.

რუმები

ქართული უცხოური