სემ გრინვუდი PartyPoker-ის ტურნირზე €1.000.000 ევროს იგებს

კანადელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, სემ გრინვუდმა ურთულესი მისია შეასრულა - ბარსელონაში გამართული PartyPoker Live MILLIONS Grand Final Super High Roller-ის ფინალურ მაგიდაზე, შორტ სტეკის პოზიციიდან პირველ ადგილამდე მიაღწია და €1.000.000 ევროს მფლობელი გახდა.

57 მოთამაშის მიერ €50.000 ევროს გადახდის შემდეგ, საპრიზო ფონდმა €2.8 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფინალური მაგიდის მონაწილეს სულ მცირე €110.000 ევრო შეხვდებოდა. სემ გრინვუდმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა: ფინალური დღის მე-5 პოზიციიდან დაწყების შემდეგ, ის კიდევ უფრო ჩამოქვეითდა. ერთ მომენტში, მისი ტურნირიდან გამოსაგდებად მხოლოდ ერთი ბიგ ბლაინდის წართმევა იყო საჭირო - 250.000/500.000 ბლაინდების პირობებში, სემ გრინვუდი მხოლოდ 600.000 ჩიპს ფლობდა. 

გასათვალისწინებელია ფინალური მაგიდის ურთულესი ლაინ-აფიც: სერჰიო აიდო, პატრიკ ანტონიუსი, ჟოაო სიმაო, ქეით ტილსტონი - მაგიდაზე მართლაც ვარსკვლავთცვენა იყო. მიუხედავად ამისა, გრინვუდმა მეტოქეების უკან ჩამოტოვება და მთავარი პრიზის მოგება მოახერხა. ფინალური ჰედს-აპი მასსა და ესპანელ სერჰიო აიდოს შორის გაიმართა, ესპანელის საწყისი უპირატესობით. საბოლოოდ, ყველაფერი კანადელის სასარგებლოდ დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ PartyPoker Live-ის სერიების ფარგლებში, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, სემ გრინვუდმა მეორედ მოიგო შვიდნიშნა თანხა: $5.300 დოლარიანი Caribbean Poker Party-ის მეინ ივენთის პირველი ადგილისთვის, გრინვუდმა $1.000.000 დოლარინ მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური