ერიკ საიდელი და ჯონ ჯუანდა $1.300.000-იანი თაღლითობისთვის არაბ ბიზნესმენს უჩივიან

Poker Hall of Fame-ის წევრები - ჯონ ჯუანდა და ერიკ საიდელი, პროფესიონალ მოთამაშესთან - ზაქარი კლარკთან ერთად, არაბული წარმოშობის ბიზნესმენს - საიდ რეზა ალი ფაზლის $1.300.000 დოლარიანი თაღლითური გეგმის გამო სასამართლოში უჩივიან. მოთამაშეების გარდა, ბიზნესმენის წინააღმდეგ სარჩელი 2 კაზინოს - Bellagio-სა და Arias აქვთ შეტანილი. თუ ფაზლის ბრალი დაუდგინდა, მას 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

საიდელისა და ჯუანდას სატურნირო მოგებები რომ გავაერთიანოთ, $58.129.188 დოლარი და WSOP-ის 13 ოქროს სამაჯური გამოვა. სწორედ ამ თანხებიდან, პოკერის ლეგენდებმა $1.000.000 დოლარი გამოყვეს და ალი ფაზლის გადასცეს, რომელსაც 2017 წლის NFL Super Bowl-ის ბილეთები უნდა ეყიდა. მათ ზაქარი კლარკიც შეურეთდათ, რომელმაც $300.000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

​​ნაყიდი ბილეთები ფაზლის საკუთარი ინტერნეტ გვერდის - onlinetickets.com-ის მეშვეობით უნდა გაეყიდა და მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი ინვესტორებისთვის უნდა გადაეცა. საერთო ჯამში, ფაზლი $10.000.000 დოლარის ღირებულების 2.800 ბილეთის შეძენას და შემდეგ გაყიდვას გეგმავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფაზლის 2017 წლის Super Bowl-ის ერთი ბილეთიც კი არ ჰქონდა ნაყიდი. კალიფორნიის შტატის სასამართლოსთვის გადაცემულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მიღებული ფულის ნაწილი ფაზლიმ ძველი ვალებისა და ინვესტორებისთვის დაგროვილი დავალიანებების გასასტუმრებლად გამოიყენა, ნაწილი კი - Aria-ში გამართული ძვირადღირებული თამაშების დასაფინანსებლად. 

უნდა ითქვას, რომ თავად ალი ფაზლის მოთამაშის საკმაოდ მიმზიდველი რეზიუმე აქვს: ლაივ ტურნირებზე მან $2.235.328 დოლარის მოახერხა, საიდანაც $1.823.160 დოლარი 2016 წლის ჰაი როლერ ივენთების სერიაზე მოდის. ფაზლიმ მაშინდელ 10 ტურნირზე, რომელთა ბაი-ინები $25.000-დან $50.000 დოლარამდე ადიოდნენ, ფულში შესვლა მოახერხა, რაც სოლიდურ ანაზღაურებას გულისხმობდა. ფაზლიმ 10-დან 3 ივენთის მოგება შეძლო, $288.000, $292.320 და $403.200 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილებისთვის.

საიდელისა და ჯუანდას გარდა, ფაზლის წინააღმდეგ სარჩელი კაზინო Aria-საც აქვს შეტანილი. კაზინოს წარმომადგენლების მტკიცებით, ფაზლიმ 34-ჯერ აიღო ვალი, რამაც საერთო ჯამში $2.1 მილიონი დოლარი შეადგინა. მას შემდეგ, ბიზნესმენმა მხოლოდ $1.000.000 დააბრუნა. კიდევ ერთ მომჩივან მხარეს კაზინო Bellagio წარმოადგენს, რომელიც ფაზლის $500.000 დოლარიან ვალს ედავება. 

რუმები

ქართული უცხოური