ლეონ ცუკერნიკი მეტ კირკს უჩივის

მიმდინარე წლის თებერვალში, ლეონ ცუკერნიკის მიერ მეტ კირკის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო და მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. როგორც ჩანს, ცუკერნიკი ადვილად დანებებას არ აპირებს - King's Casino-ის მეპატრონემ ჰაი სტეიკს რეგულარის წინააღმდეგ კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა, როგორც თავად აცხადებს, ამჯერად გაცილებით მეტი მტკიცებულებით გაჯერებული.

თავდაპირველად, ლეონ ცუკერნიკს სწორედ მეტ კირკმა უჩივლა, რომელიც კაზინოს მფლობელისგან $2.000.000 დოლარიანი ვალის გადახდას ითხოვდა. თავად ცუკერნიკის მიერ შეტანილი საჩივარი მეტ კირკისა და კაზინო Aria-სგან მიყენებული მორალური ზიანის სანაცვლოდ $10.000.000 დოლარს მოითხოვდა. ცუკერნიკის მტკიცებით, მას ალკოჰოლის ჭარბი დოზა მიაწოდეს, რასაც კაზინოს პერსონალი და მიმტანები უწყობდნენ ხელს, პარალელურად კი მეტ კირკმა ის ჰედს-აპ დაპირისპირებაში ჩაითრია. 

მოსამართლემ ცუკერნიკის ბრალდებები მაშინვე ბათილად სცნო. მას მეტ კირკისთვის ვალის დაბრუნება დაევალა, მაგრამ რამდენადაც მოთამაშეებს შორის ვალის შესახებ ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობდა, ცუკერნიკის მიერ აღებულ $2.000.000 დოლარს 'დაუძალებელი სათამაშო ვალის' დეფინიცია მიეცა, რომელიც, მოსამართლის განცხადებით, სასამართლოს უფლებამოსილებას აჭარბებდა.

საქმესთან დაკავშირებით ცუკერნიკს საკუთარი არგუმენტები აქვს. მისი განმარტებით, მეტ კირკსა და სხვა მოთამაშეებს გარკვეული ჯგუფი ასპონსორებს, რომლის ერთ-ერთი გამოჩენილი სახე 1978 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, ბობი ბოლდვინია. კირკსა და სხვა გრაინდერებს კაზინოს მდიდარ სტუმრებთან თამაში და მათთან დაპირისპირებაში დიდი თანხების მოგება ევალებათ. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რატომ თვლის ცუკერნიკი მოგების სურვილით პოკერის თამაშის დაწყებას დანაშაულად... 

რუმები

ქართული უცხოური