სტივ ო'დუაიერი EPT-ის €50.000 ჰაი როლერზე €676.300 ევროს იგებს
EPT Monte Carlo-ს სერიებზე სტივ ო'დუაიერის გაბრწყინებას ყველა ელოდა. მართლაც, ირლანდიელმა ჰაი როლერ გემბლერმა €50.000 ევროიან Single Day High Roller-ზე €676.300 ევრო მოიგო.
ო'დუაიერის კარიერული $21.36 მილიონიდან, $9 მილიონ დოლარამდე შემოსავალი სწორედ ძვირადღირებულ ტურნირებზე მოდის, რომელთა ბაი-ინი $50.000-დან $100.000 დოლარამდე მერყეობენ. მიმიდნარე წელს, ირლანდიელმა უკვე მე-2 ძვირადღირებული ტურნირი მოიგო - პირველი ბაჰამაში გამართული PCA-ის $50.000 დოლარიან ივენთზე მოგებული $769.500 დოლარი იყო.
რა თქმა უნდა, მონტე კარლოში გამართულ ტურნირზე სუსტი მოთამაშეების ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 41 მოთამაშიდან ფულში შესვლა ისეთებმა ვერ მოახერხეს, როგორებიც ერიკ საიდელი, პატრიკ ანტონიუსი და სტივენ ჩედვიკი არიან. სემ გრინვუდი - გასული კვირის ტრიუმფატორი, ე.წ. ბაბლზე მოხვდა და ფულის მოგებამდე სულ რაღაც ერთი ადგილი დააკლდა.
ფინალურ მაგიდაზე, ო'დუაიერი ნიკ პეტრანგელოს, დენიელ დვორესს, ჯასტინ ბონომს, რაინერ კემპესე და შტეფენ სონტაიმერს დაუპირისპირდა. ერთდღიანი ტურნირის სტრუქტურის გათვალისწინებით, ბლაინდები სწრაფად იზრდებოდა და თამაშიც აქტიური დინამიკით მიმდაინრეობდა. ფინალურ ჰედს-აპში ირლანდეილმა სწორედ ნიკ პეტრანგელო დაამარცხა, რომელმაც მეორე ადგილისთვის €467.410 ევრო მიიღო.