გას ჰენსენი ნარდის პრივატულ სესიებში ჩაერთო
მონტე კარლოში გამართულ EPT-ის ევროპულ სერიებს პოკერის უამრავი დიდი სახელი სტუმრობს. მათ შორის არიან ლეგენდარული მოთამაშეები - გას ჰენსენი და პატრიკ ანტონიუსი. რა თქმა უნდა, სატურნირო სერიების გარდა, პოკერის ვეტერანებმა ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმებიც მოძებნეს - რამდენიმე დღის წინ, ანტონიუსი და ჰენსენი $200/$400 ლიმიტის პოტ ლიმიტ ომაჰას მაგიდაზე შენიშნეს.
პოტ ლიმიტ ომაჰას გარდა, ჰენსენს კიდევ ერთი ინტერესი აქვს - ნარდი. ზუსტად არავინ იცის თუ რამდენი აქვს მოგებული ჰენსენს ნარდის მაგიდებთან, მაგრამ როგორც ამბობენ, პრივატულ ქეშ-გეიმებზე მან საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გას ჰენსენმა ონლაინ პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური დაუნსვინგი - $20.000.000 დოლარად შეფასებული წამგებიანი ხაზი გადაიტანა, ნარდზე იგივეს თქმა სწორი არ იქნება.
გარდა მრავალი ტიტულისა, რომელიც ჰენსენს ნარდის ტურნირებზე აქვს მოგებული, ის უმეტესად ვიწრო წრეში, უმაღლესი ლიმიტების ნარდის სესიებში ღებულობდა მონაწილეობას. ერთხელ, 2012 წლის EPT-ის მეინ ივენთის მსვლელობისას, სადაც გას ჰენსენი ჩიპლიდერი იყო, დანიელმა მოთამაშემ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა, რათა ნარდის პრივატული სესია ეთამაშა. ადვილად წარმოსადგენია, თუ რა თანხებთან ექნებოდა ლეგენდარულ მოთამაშეს საქმე. როგორც ფრანგი ნარდის მოთამაშე - ჟან-ფილიპ რორი ამბობს, EPT-ის გაცდენის გამო, ნარდის სესიაზე ჰენსენმა $2.5 მილიონი დოლარი მოიგო.