ფილ გალფონდის პოკერ-რუმზე HUD-ის გამოყენება აიკრძალება

უკვე დიდი ხანია, რაც ფილ გალფონდი ონლაინ პოკერს რევოლუციური პლატფორმით 'ემუქრება'. მოთამაშეები და გულშემატკივრები მოუთენლად ელიან ლეგენდარული მოთამაშის მიერ დაანონსებული რუმის გახსნას და როგორც ჩანს, Run It Once-ზე თამაში მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება შესაძლებელი. 

როგორც გალფონდი ამბობს, მისი პოკერ-რუმი არც 888Poker-ის დაბალ რეიკიანი ვერსია იქნება და არც PartyPoker-ის სოფტი განსხვავებული დიზაინით - ის სრულიად ახალი პრაქტიკის დანერგვას აპირებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მასზე ე.წ. HUD-ების გამოყენება არ იქნება შესაძლებელი. Heads Up Display, იგივე HUD პოკერში აქტიურად გამოიყენება და რეალურად ის ანალიტიკურ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ლეგალურ ჩარჩოებში მოთამაშეების სტატისტიკას აგროვებს და მის მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. 

გალფონდის განმარტებით, HUD-ის გამოყენებამ პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებში გაჩენილი ბზარი კიდევ უფრო გააფართოვა. "მოყვარული მოთამაშის პერსპექტივიდან რომ შევხედო, თუ 'ტვიჩზე' ვინმეს ვიდეოს მოვკრავ თვალს, ვინც Run It Once-ზე HUD-ის დახმარებით თამაშობს, გადავწყვეტ, რომ მის წინააღმდეგ შანსი არ მაქვს, - ამბობს ფილ გალფონდი, - ზოგს იმის შიშიც კი აქვს, რომ მათ წინააღმდეგ ბოტები თამაშობენ. რა თქმა უნდა, HUD ბოტებთან არაფერ შუაშია, მაგრამ დამწყებ მოთამაშეებს ხშირად შიში უჩნდებათ და სათამაშო ინდუსტრიას საერთოდ ტოვებენ."

ჯერჯერობით უცნობია თუ რა მექანიზმით აპირებს გალფონდის გუნდი HUD-ისა და სხვა ანალიტიკური პროგრამების აკრძალვას და გაკონტროლებას. სწორედ მსგავსი ტექნიკური სირთულეების გამო იდება Run It Once-ის სტარტი. როგორც ონლაინ პოკერის ლეგენდა ამბობს, სოფტის დასრულების შემდეგ, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია გუნდმა ტექნიკურ დეტალებს დიდი დრო დაუთმოს და სტარტს სრულად მომზადებული შეხვდეს. Run It Once-ის პროფესიონალთა გუნდში ისეთი მოთამაშეები არიან გაწევრიანებული, როგორებიც ბენ სალსკი, ჯეისონ კუნი და სტივენ ჩედვიკი არიან.

რუმები

ქართული უცხოური