PokerGo-ს მფლობელის $20.000.000-იანი სასამართლო პროცესი

კერი კატზი, გარდა იმისა, რომ ძვირადღირებული თამაშების ხშირი მონაწილეა, მულტიმილიარდერი ბიზნესმენია. ბოლო დროს ის ონლაინ გამოცემების მთავარი ჰედლაინერი გახდა. საქმე იმაშია, რომ კატზი CRTV-ის წინააღმდეგ $20.000.000 დოლარიან ლეგალურ დავას აწარმოებს. 

Conservative Review TV ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული ჰოლდინგია, რომელიც მრავალ სხვა არხთან ერთად, Poker Central-ის  მფლობელია. როგორც ირკვევა, CRTV-ის ერთ-ერთი მსხვილი მეწილე თავად კერი კატზია, რომელმაც კომპანიაში დიდი ინვესტიცია განახორციელა, დივიდენდი კი ვერ მიიღო. 

სარჩელში ნათქვამია, რომ გასული წლის ივლისში, CRTV-ის წარმომადგენელი - ელიზაბეტ ვუდი კერი კატზს $10.000.000 დოლარისა და ყოველწლიური 5%-იანი მოგების გადახდას დაპირდა. მიმდინარე წლის იანვარს კი ვუდმა აღებული პასუხისმგებლობის გადავადება მოითხოვა. მაისში კი, როდესაც კერი კატზმა წერილობით მოითხოვა საკუთარი ფულის მიღება, კომპანიამ უსახსრობა მოიმიზეზა და თანხის გადახდაზე უარი თქვა. 

როგორც "2+2" ფორუმზე ვარაუდობენ, სასამართლო დავა გაცილებით დიდი აფიორის ნაწილია. 2017 წელს, მარკ სტეინმა, რომელიც მანამდე არხის რამდენიმე მნიშვნელოვან გადაცემას უძღვებოდა, Poker Central-ის დატოვება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, კომპანიას სტეინის მნიშვნელოვანი ვალი დაუგროვდა. შესაძლოა, კერი კატზის სარჩელი სწორედ სტეინისთვის გადასახდელი თანხის თავიდან არიდების ერთ-ერთი მეთოდი იყოს. 

რუმები

ქართული უცხოური