ილარი ZIIGMUND საჰამისი სატელევიზიო შოუ Survivor-დან გამოვარდა

ილარი საჰამისს საოცრად მრავალფეროვანი და ხალისიანი ცხოვრება აქვს: ფინელი ჰაი სტეიკს გრაინდერი, რომელმაც სახელი პოტ ლიმიტ ომაჰას უმაღლეს ლიმიტებზე მიღწეული წარმატებით გაითქვა სახელი, ხშირად ჩნდება ჰიპ-ჰოპ კლიპებში და ფინურ სატელევიზიო გადაცემებში. 

ZIIGMUND-ის უკანასკნელი სატელევიზიო გაელვება რეალითი შოუ Survivor-ის ფინური ვერსია იყო, რომელშიც სამაჰისმა ფინალურ ეტაპს მიაღწია, მაგრამ სამეულში შესვლა ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, პოკერში დაგროვილი გამოცდილება აშკარად გამოსადეგი აღმოჩნდა: მაყურებლების უმეტესობა გადაცემაში მისი თამაშითა და ტაქტიკით აღტაცებული დარჩა. სამწუხაროდ, საჰამისმა ე.წ. immunity challenge-ის ნაწილში ვერ მოახერხა წარმატების მიღწევა - დარჩენილმა მონაწილეებმა მისი გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტეს და ხმათა უმრავლესობით თამაშიდან გამოთიშეს. 

როგორც თავად ილარი საჰამისი აცხადებს, მან იცოდა, რომ მოთამაშეები მის გამოგდებას შეეცდებოდნენ: "სიმართლე რომ გითხრათ, Survivor-ის წინა გადაცემები არ მინახავს. ამიტომ, ისიც კი არ ვიცოდი, შოუ რაზე იყო? თუ მომავალში მონაწილეობის შანსი მომეცემა, თამაშს უკეთესი სტრატეგიით დავუბრუნდები." აღსანიშნავია, რომ ფინელმა გრაინდერმა გადაცემის მსვლელობის განმავლობაში 15 კილო დაიკლო. 

 

რუმები

ქართული უცხოური