ანდრაშ ნემეტი SCOOP-ის მე-3 ტიტულს იგებს
PokerStars-ზე მიმდინარე ონლაინ პოკერის საგაზაფხულო ჩემპიონატზე (SCOOP) მიმდინარე სეზონის უდიდესი საპრიზო ფონდი გათამაშდა. $25.000 დოლარიან 8-მაქს ჰაი როლერ ივენთი, რომელზეც 100 მონაწილე დარეგისტრირდა, უნგრელმა ანდრაშ ნემეტიმ მოიგო. $2.500.000 დოლარიანი საპრიზო ფონდიდან, პირველი ადგილისთვის, ნემეტიმ $576.087 დოლარი მიიღო.
უკანასკნელი გამარჯვებით, უნგრელმა მოთამაშემ SCOOP-ის მე-3 ტიტული მოიპოვა. წინა ორი SCOOP-ის ივენთი მან 2015 და 2017 წლებში მოიგო. პირველი მათგანისთვის ნემეტმა $93.064 დოლარი, მეორისთვის კი - $170.00 დოლარი მიიღო. უნდა ითქვას, რომ ანდრაშ ნემეტი სატურნირო ონლაინ პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. Pocketfive-ის მონაცემებით, მისი კარიერული შემოსავალი $8.3 მილიონ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, ლაივ ტურნირებზე, მას კიდევ $1 მილიონი დოლარი აქვს მოგებული.
გარდა იმისა, რომ ანდრაშ ნემეტი ტურნირების საუცხოო მოთამაშეა, ის ძვირადღირებული ქეშ-გეიმ მაგიდების აქტიური სტუმარიცაა. PokerStars-ზე გამართულ საიდ-გეიმ სესიებზე, ნემეტიმ $250.000 დოლარზე მეტის აკუმულირება მოახერხა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანდრაშ ნემეტის უკანასკნელი ტურნირი არამხოლოდ დიდი შემოსავლით, არამედ ვარსკვლავური ფინალური მაგიდითაც დაამახსოვრდება. ფინალურ მაგიდაზე მან ისეთი მოთამაშეები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც ვიქტორ Isildur1 ბლომი, ოლე შემიონი და მაიკ ვოტსონი არიან. გადამწყვეტი ჰედს-აპი უნგრელმა რომან რომანოვსკის წინააღმდეგ მოიგო, რომელსაც ბოლო დროს, კარიერაში აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას.