სატელევიზიო პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი - €2.000.000 ევროიანი დარიგება გათამაშდა

მონტენეგროში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქეშ-გეიმი გაიმართა, რომლის ბაი-ინი €1.000.000 ევროს შეადგენდა. მაგიდასთან ისეთი მოთამაშეები ისხდნენ, როგორებიც ტომ დუანი, ფილ აივი, პატრიკ ანტონიუსი, დენიელ ქეითსი და პოლ ფუა არიან. ერთი შეხედვით, ასეთ ლაინ-აფის შემთხვევაში, შეიძლება უცნაურადაც ჩანდეს, მაგრამ სატელევიზიო პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი დარიგება კეინ კალასმა მოიგო, რომელიც ძირითადად $50/$100 ლიმიტის მაგიდებზე თამაშობს. 

ჯეისონ კუნმა, რომელიც ტურნირების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, დიდი შეცდომა დაუშვა და ფლოპზე დაწყებული აგრესია რივერზეც გააგრძელა. მისდა სამწუხაროდ, კალასს ათიანების სეტი ჰყავდა, რამაც ამერიკელის შეტევა ადვილად მოსაგერიებელი გახადა. 

სრული დარიგება შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

რუმები

ქართული უცხოური