Triton Short Deck-ზე ჯეისონ კუნი $3.5 მილიონს იგებს; აივი მე-3 ადგილზეა
მონტენეგროში უამრავი ჰაი სტეიკს გრაინდერი შეიკრიბა, რათა ევროპულ არენაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ტურნირების სერია - Triton Series ეთამათათ. უკანასკნელი ივენთის - Triton Short Deck-ის გამარჯვებული ჯეისონ კუნი გახდა, რომელმაც წარმოუდგენლად რთული ლაინ-აფი დაამარცხა და პირველი ადგილისთვის $3.579.914 დოლარი მიიღო.
ტურნირზე 103 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ Short Deck საკმაოდ ახალი თამაშია. აზიის ქვეყნებში პოკერის ეს სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა დასავლეთისთვის ის ჯერ კიდევ უცნობი თამაშია. Short Deck ჰოლდემის წესებს ატარებს, მაგრამ დასტიდან ამოღებულია დაბალი ღირებულების კარტები 2-დან 5-ის ჩათვლით. თავად Triton-ის სერიებიც ჩინური წარმომავლობისაა და ტურნირის ორგანიზატორებმა პოკერის ახალი სახეობის დასავლეთში შემოტანა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახეს.
ივენთის ბაი-ინი $127.000 დოლარს შეადგენდა. მას შემდეგ რაც ტურნირზე 100-ზე მეტი მოთამაშე დარეგისტრირდა, საპრიზო ფონდმა $12 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ფილ აივიმ რამდენიმე დღის წინ აჩვენა, რომ Short Deck-ში საკმაო გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი. ამჯერადაც, აივიმ მე-3 პოზიციაზე მოახერხა გასვლა და $1.666.516. დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. უნდა ითქვას, რომ ფულში შესვლამდე ტომ დუანს სულ ერთი ადგილი დააკლდა - ის ტურნირის ე.წ. 'ბაბლ ბოი' აღმოჩნდა, თუმცა პატრიკ ანტონიუსის, მიკიტა ბადიაკოვსკისა და ბრინ კენის უკან ჩამოტოვება მაინც შეძლო.