Aria High Roller-ზე ჯეისონ კუნი $1.000.000 იგებს
2018 წლის დასაწყისში, ჯეისონ კუნის სატურნირო მოგებები $10.000.000 დოლარს აჭარბებდა. 5 თვის შემდეგ, ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშის კარიერული შემოსავალი $7.539.163 დოლარით გაიზარდა, საიდაც $1.000.000 დოლარიანი მოგება გუშინ გამართულ, $100.000 დოლარიან Aria High Roller-ზე მოდის.
32 წლის ვირჯინიელი მოთამაშე საოცარ შედეგებს აჩვენებს: გასულ კვირას, მონტენეგროში, კუნმა კარიერაში ყველაზე დიდი ანაზღაურება მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი Aria-ის ტურნირი მოიგო. ამ მომენტისთვის, ჯეისონ კუნს შესაძლებლობა აქვს $20.000.000 დოლარიანი მოგების ხაზს გადასცდეს: ის Super High Roller Bowl-ის ტურნირის მაგიდასთან ზის, რომლის პირველი ადგილისთვის დაწესებული პრიზი $5.000.000 დოლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს, ამერიკელმა პროფესიონალმა ბაჰამის კუნძულებზე გამართული PCA High Roller მოიგო, $421.080 ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის, რასაც $25.000 US Poker Open-ის ჩემპიონის ტიტული მოჰყვა, ამჯერად - $269.500 დოლარით. ის არც ახალ "შორთ დექის" სახეობას შეუშინდა და მონტენეგროში გამართული ტურნირის მე-4 ადგილზე გასვლა შეძლო, რასაც $170.000-იანი ანაზღაურება ახლდა თან.