მსოფლიო ჩემპიონის დაბრუნება - ჯო კადამ WSOP-ის მე-3 სამაჯური მოიგო

WSOP-ის მეინ ივენთების გამარჯვებულებს ხშირად აკრიტიკებენ შემდგომი ჩავარდნისთვის. ჯო კადა და ჯო მაკკიენი მოთამაშეების ამ კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებიან. მსოფლიო ჩემპიონებმა მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და WSOP-ის მე-3 ივენთის - $3.000 დოლარიანი No Limit Hold'em Shoot Out-ის  ფინალურ მაგიდაზე 196 დარიგების განმავლობაში იბრძოლეს. 

2009 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა - ჯო კადამ მე-3 ოქროს სამაჯური მოიგო. "ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, - თქვა ტურნირის მოგების შემდეგ კადამ, - მე მე-3 სამაჯური მოვიგე. ულიმიტო ჰოლდემის ტურნირების მოგება დღესდღეობით ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. WSOP ბავშვობიდან მიყვარს. მის ყოველ სეზონს სულმოუთქმელად ველოდები. სამაჯურების მოგების გამო თავი სიზმარში მგონია."

ჯო კადა საკმაოდ მოკრძალებული აღმოჩნდა საკუთარი თამაშის შეფასებისას და ტურნირის მოგება, მისი პერსონალური უნარების ნაცვლად, იღბალს დააბრალა: "ტურნირის მოსაგებად იღბალი გჭირდება. მიხარია, რომ ამჯერად სხვებზე მეტად გამიმართლა. რაც შეეხება Shoot Out ივენთებს: 'შუთ აუთები' განსაკუთრებით მიყვარს, რადგან მოთამაშეების შემცირებასთან ერთად, მუდმივად გიწევს თამაშის შეცვლა."

უკანასკნელი ოქროს სამაჯურის მოგებასთან ერთად, ჯო კადამ $226.218 დოლარი მიიღო, რითიც მისი საერთო მოგება $10.770.288 დოლარამდე გაიზარდა. პირველი სამაჯური კადამ 2009 წელს, მეინ ივენთის მოგებისთვის, მე-2 კი 2014 წელს $10.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთის პირველი ადგილისთვის მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური