ვანესა სელბსტი ჯასტინ ბონომოს აკრიტიკებს

დიდი პოკერიდან წასული მოთამაშის კვალობაზე, ვანესა სელბსტი საკმაოდ აქტიურად განიხილავს პოკერის თანამედროვე მდგომარეობას. PokerStars-ის ყოფილმა სახემ ახლანდელ მოთამაშეებზე მძიმე იერიში მიიტანა და მთავარ სამიზნედ ჯასტინ ბონომო შეარჩია. 

"სერიოზულად, როდის შეწყვიტა ხალხმა 'ლაით' 4-ბეთის კეთება პრეფლოპ, ან ფლოპზე? - წერს სელბსტი ინსტაგრამზე, - ადრე, როცა ხელები მეტად პოლარიზებული იყო, მაგიდაზე ბევრად სახალისო დინამიკა ყალიბდებოდა. ახლა კი, თითქოს წესად იქცა: თუ ვინმემ რეიზი გაგიკეთა და შენ არაფერი გიჭირავს, ვალდებული ხარ ფოლდი გააკეთო."

მსგავსი ტიპის რამდენიმე პოსტით სელბსტმა ჯასტინ ბონომოს მიმართა, რომელმაც სულ რაღაც 2 კვირის წინ Super High Roller Bowl China მოიგო, $4.8 მილიონიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ბონომოს მართლაც საოცარი წელი აქვს - მისმა საერთო სატურნირო მოგებამ $25.195.747 დოლარს მიაღწია და ისეთი მოთამაშეები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც ფილ აივი, ჯონ ჯუანდა და ფილ ჰელმუტი არიან. მას მხოლოდ ერიკ საიდელი და დენიელ ნეგრანუ უსწრებენ. 

თანამედროვე ჰაი როლერების კრიტიკა ბოლო დროს ხშირად ისმის. ოლივიე ბუსკეს აზრით, მსგავსი ხელმომჭირნე და კონსერვატიული თამაშის პოპულარობა იმითაა გამოწვეული, რომ ძვირადღირებულ ტურნირებზე მოთამაშეების ვიწრო გუნდი რეგისტრირდება, რომლებსაც მხოლოდ ასეთი სტრატეგიის სჯერათ. შესაბამისად, როდესაც სხვები ხედავენ, რომ ამ გუნდს დიდი წარმატება აქვს, ისინიც ზედმეტად 'თაით' თამაშს მიმართავენ. 

შესაძლოა, სულ მალე ვანესა სელბსტი დიდ პოკერში კვლავაც დაბრუნდეს. კულუარებში ბევრს საუბრობენ მიმდინარე WSOP-ზე სელბსტისა და ფილ გალფონდის კოლაბორაციაზე. 

რუმები

ქართული უცხოური