WSOP Omaha-ის ფინალურ ჰედს-აპში პოლ ვოლპმა ელი ელეზრა დაამარცხა

WSOP-ის მიმდინარე სერიებზე, Omaha Hi-Low 8 or Better-ის ივენთზე, პოლ ვოლპმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა და მე-3 ოქროს სამაჯურთან ერთად, $427.921 დოლარი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ვოლპმა გამარჯვებას ომაჰას ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან, ომაჰას ქეშ-გეიმების ვეტერან რეგულართან - ელი ელეზრასთან დაპირისპირებაში მიაღწია. 

როგორც თავად ვოლპი ამბობს, სტეკებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ფინალურ ჰედს-აპში სწორედ ის და ელი ელეზრა უნდა ყოფილიყვნენ. "საოცრად მიმართლებდა, - თქვა ტურნირის მოგების შემდეგ ფილადელფიელმა მოთამაშემ, - ჩემნაირი კარტებით ნებისმიერი შეძლებდა ტურნირის მოგებას."

მართლაც, ფინალური მაგიდის შორტ სტეკები მალევე ჩამოშორდნენ თამაშს და ორი დიდი სახელი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანი მოთამაშე ნებისმიერ ჰედს-აპში მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს, ყოფილი სამხედროს - ლეიტენანტ ელეზრას საოცრად არ უმართლებდა. ყოველი მნიშვნელოვანი დარიგება, რომელიც თამაშის ბედს განაპირობებდა, ვოლპის სასარგებლოდ სრულდებოდა. რა თქმა უნდა, ელი ელეზრა იმ მოთამაშეების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ვინც იღბლის გამო წუწუნებს. მაგიდაზე ის ყოველთვის მეგობრულია, 'მოსისხლე მტრებთანაც' კი.  "ის შეუჩერებელი იყო!" - თქვა ელეზრამ თამაშის დასრულების შემდეგ. 

რუმები

ქართული უცხოური