ვანესა სელბსტი დონალდ ტრამს პოკერის მაგიდებიდან უტევს

როგორ ჩანს, ვანესა სელბსტის პოკერიდან წასვლის გადაწყვეტილება ნაადრევი აღმოჩნდა - PokerStars-ის ყოფილი სახე დიდ პოკერს უბრუნდება და WSOP-ზე რამდენიმე ტურნირის თამაშს აპირებს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ქველმოქმედებაა. 

"ამ შაბათ-კვირას WSOP-ის ტურნირზე, შემდგომში კი მეინ ივენთზე დასწერება ვაპირებ, - წერს სელბსტი 'ტვიტერზე', - იმ მონსტრების გამო, ვინც ჩვენს მთავრობაშია, გადავწყვიტე, რომ ჩემი მოგებული თანხის 50% იმ ორგანიზაციებს გავუყოფ, ვინც მიგრანტებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ეხმარებიან."

სელბსტის ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დევნილების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკის შედეგი იყო. რიგი ექსპერტების აზრით, აშშ-ის მთავრობამ დევნილების უფლებები უხეშად დაარღვია. აპრილში მიღებული კანონით, ნებისმიერი მიგრანტს, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევას შეეცდება, პატიმრობა შეეფარდება. იმ შემთხვევაში კი, თუ კანონდამრღვევს არასრულწლოვანი შვილი ეყოლება, განაჩენის გამოქვეყენბამდე, შვილს მშობელს მოაშორებენ და მას უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნით, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მსგავსი ნაბიჯებით ამერიკის მთავრობა ნიშანდობლივად აღრვევს ბავშვების უფლებებს. დონალდ ტრამპის გასულ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებით, ამერიკის მთავრობა დაუყოვნებლივ იწყებს ოჯახების აღდგენისა და მშობლებისა და შვილების შეერთების პროცესს. 

ვანესა სებლსტი დონალდ ტრამპის აქტიური კრიტიკოსია. ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდის განმავლობაში, ტრამპის აქტიურ ქომაგს - დოილ ბრანსონსა და ვანესა სელბსტს შორის აქტიური დავა მიმდინარეობდა. სატურნირო პოკერის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ქალ მოთამაშეს უამრავმა პროფესიონალმა გემბლერმა დაუჭირა მხარი, მთა შორის იყვნენ კიტი კუო და რაიან ლაპლანტი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური