WSOP 2018: შონ დიბი ზაფხულის მე-2 სამაჯურს იგებს; მეინ ივენთზ ორნი დარჩნენ

შონ დიბმა WSOP-ის 74-ე ივენთი - $10.000 დოლარიანი NL Hold'em 6-handed Chapmionship მოიგო, $814.179 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ამ გამარჯვებით, შონ დიბი პირველი მოთამაშე გახდა, ვინც 2018 წლის საზაფხულო სერიებზე 2 ოქროს სამაჯურის მოპოვება შეძლო. 

კარიერული მე-3 სამაჯური შონ დიბმა ივნისში მოიგო, $25.000 დოლარიან ჰაი როლერ ივენთზე, რომლისთვისაც $1.402.683 დოლარი მიიღო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი დიბი მე-4 სამაჯურსაც შეწვდა და WSOP-ის წლის მოთამაშის სტატუსი პრაქტიკულად გაინაღდა. "მე ყოველთვის ლიდერბორდზე ვარ კონცენტრირებული, - ყვება დიბი, - საკმაოდ დატვირთული წელი აღმოჩნდა. შესაძლოა, ზამთრის WSOP-ის სათამაშოდ როზვადოვშიც წავიდე, რადგან ჯონ ჰენიგანს კიდევ აქვს ჩიპები დარჩენილი და წლის მოთამაშის რბოლაში შეიძლება გამასწროს კიდეც. რამდენჯერაც პირველობა მოვიპოვე, იმდენჯერ გამასწრო. ჩვენი ბრძოლა კრივის მატჩს ჰგავს."

ფინალურ ჰედს-აპში დიბმა პოლ ვოლპი დაამარცხა. წყვილმა პირველი ჰედს-აპი ჯერ კიდევ 2015 წელს ითამაშა და მაშინაც შონ დიბი დაუმარცხებელი აღმოჩნდა. 

რაც შეეხება მიმდინარე წლის WSOP-ის მეინ ივენთს, ტურნირზე 2 მოთამაშე დარჩა - ჯონ სინი და ტონი მაილსი. ამ მომენტისთვის, მოთამაშეებს პრაქტიკულად ერთნაირი სტეკები აქვთ - ჯონ სინი 198.300.000 ჩიპს ფლობს, ტონი მაილსი კი - 195.500.000 ჩიპს. ბლაინდები 1.500.000/3.000.000 ეტაპზეა. მოთამაშეებს ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი სტეკები აქვთ დარჩენილი, რათა ერთმანეთი რთულ სიტუაციებში ჩააყენონ. 

რუმები

ქართული უცხოური