მიმდინარე სერიებზე ჯო კადამ WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური მიოგო

2009 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებულმა ჯო კადამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული მსოფლიო ჩემპიონია: 2018 წლის მეინ ივენთის ფინალური მაგიდიდან გამოვარდნის შემდეგ, ამერიკელმა მოთამაშემ ფარ-ხმალი არ დაყარა, $1.500 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის 75-ე ივენთზე გადაინაცვლა და 3.120 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 

"გული მწყდება, რომ უფრო მეტ ტურნირზე არ დავრეგისტრირდი, - ყვება კადა გამარჯვების შემდეგ, - წელს არაჩვეულებრივი სვლა მქონდა. რისი თამაშიც მოვახერხე, ყველგან გვიან სტადიამდე მივაღწიე. ძალიან წარმატებული ზაფხული გამომივიდა."

კითხვაზე, ითამაშებს თუ არა ის მიმდინარე წლის WSOP Europe-ზე, კადამ უპასუხა, რომ WSOP-ის წლის მოთამაშის რბოლაში მას შონ დიბის დაწევისა და გასწრების შანსი მაინც არ აქვს, ამიტომაც ის ევროპულ სერიებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. კარიერაში მე-4 ოქროს სამაჯურის პარალელურად, კადამ $612.886 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. 

4 დღიანი ტურნირის ლაინ-აფში ჯო კადას გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილი სახე შეიმჩნეოდა: ორი ოქროს სამაჯურის მფლობელი - ბენჯამინ ზმანი, რომელიც 22-ე ადგილიდან გამოეთიშა ტურნირს; კრის კონრადი მე-18 პოზიციაზე გავიდა, ხოლო მარტინ ფინგერი მე-13-დან. 

ჯო კადამ წელს სულ 8 ივენთი ითამაშა და $3.025.439 დოლარი გამოიმუშავა. კადას 2018 წლის რეზულტატი ასე გამოიყურება:

ბაი-ინიივენთიადგილიანაზღაურება
$10.000Super Turbo Bounty9$27.582
$3.000Shootout1$226.218
$565Colossus97$4.446
$1.500Millionaire Maker1.001$2.345
$1.000Pot Limit Omaha75$1.962
$10.000Main Event5$2.150.000
$1.500The Closer1$612.886

 

თეგები
WSOP 2018 ჯო კადა

რუმები

ქართული უცხოური