2018 წლის WSOP-ის 5 საუკეთესო მოთამაშე
WSOP-ის ყოველ სეზონს ახასიათებს ერთი განსაკუთრებული, გამორჩეული მოთამაშის არსებობა, რომელსაც სპონსორების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მთელი ყურადღება ეთმობა. წელს, ეს ყველაფერი შეივალა და ჩვენ სახეზე 5 მოთამაშე გვყავს, რომლებმაც არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ WSOP Player Of the Year-ის რბოლაში შონ დიბი ლიდერობს, ჩნდება კითხვა, ვინაა რეალურად მიმდინარე ზაფხულის საუკეთესო მოთამაშე? ონლაინ გამოცემა PokerNews 5 ასეთ სახელს გვთავაზობს.
POY ადგილი | მოთმაშე | ანაზღაურება | საპრიზო ადგილები | ფინალური მაგიდა | სამაჯური | POYქულები |
1 | შონ დიბი | $2.464.161 | 17 | 3 | 2 | 4,386.84 |
2 | ბენ იუ | $2.781.467 | 15 | 4 | 1 | 3,746.04 |
3 | ჯონ ჰენიგანი | $1.324.587 | 13 | 5 | 1 | 3,552.69 |
4 | ჯო კადა | $3.025.439 | 7 | 4 | 2 | 3,531.86 |
5 | სკოტ ბოლმანი | $739.858 | 12 | 4 | 1 | 3,155.88 |
მას შემდეგ, რაც შონ დიბს წლის მოთამაშის სტატუსის მოგების შესაძლებლობა მიეცა, ის მთლიანად რიცხვებზე გადაერთო. მან ერთდროულად 2 ტურნირის გვიან სტადიებზე თამაში მოახერხა. ის იმდენ ივენთს თამაშობდა, რამდენის საშუალებასაც დრო აძლევდა. ოქროს სამაჯურის მოგების შემდეგ, მან რამდენიმე სოლიდური ანაზღაურება მიიღო და რეზიუმეს კიდევ ერთი სამაჯური დაამატა. მიუხედავად იმისა, რომ დიბი POY-ის გამორჩეული ლიდერია, შესაძლოა, მას ევროპაში გამგზავრება და ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელება როზვადოვში მდებარე King's Casino-ში მოუწიოს.
ბენ იუ სწორედ შონ დიბთან ორთაბრძოლაში დამარცხდა. ამის შემდეგ დაიწყო წლევანდელ სერიებზე მისი აღზევება. მან 128 მოთამაშიანი ფილდი დაამარცხა, რომელთა შორისაც შონ ვინთერი, ნიკ პეტრანგელო, აიზიკ ჰექსტონი, იგორ კურგანოვი, ჯეიკ შინდლერი და მანიგ ლუსერი იყვნენ. ბენ იუ პატივისცემას თუნდაც მსგავსი ლაინ-აფის დამარცხების გამო იმსახურებს.
ჯონ ჰენიგანი, უმეტესწილად, საკუთარი ქეშ-გეიმ მიღწევების გამოა ცნობილი. ის Poker Hall of Fame-შიც წარადგინეს, რითიც სამუდამოდ შევიდა პოკერის ისტორიაში. ამ ყველაფერს კი 2018 წლის საზაფხულო სერიებზე გამართული არაჩვეულებრივი სეზონიც დაემატა - ჰენიგანმა 13-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, 5-ჯერ ითამაშა ფინალური მაგიდა და ერთი ოქროს სამაჯურიც მოიგო. მისი წლევანდელი ანაზღაურება $1.3 მილიონ დოლარს აჭარბებს.
რა შეიძლება ითქვას ჯო კადაზე? 2009 წელს, როდესაც ის მეინ ივენთის ჩემპიონი გახდა, ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა მის გამარჯვებას. ჯო კადას პიტერ ისთგეითის მსგავს მომავალს უწინასწარმეტყვლებდნენ - მშვიდი ცხოვრება, პოკერის მაგიდებისგან მოშორებით. კადამ დაამტკიცა, რომ ის პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონია. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, კადამ 2 ოქროს სამაჯური და ტოპ 5-ეულში საუკეთსო ანაზღაურება აჩვენა.
სკოტ ბოლმანი, შეიძლება ითქვას, WSOP-ის უსამაჯურო გმირი იყო. 2005 წლიდან მოყოლებული, მან 54-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა. მის ანგარიშზე $712.000 დოლარი იყო. მართალია, მას მილიონობით დოლარი არ გამოუმუშავებია, მაგრამ ის WSOP-ის ჭეშმარიტ გრაინდერად შეიძლება ჩავთვალოთ. მე-40 ივენთში მან 205 მოთამაშე და, რაც მთავარია, ფინალურ ჰედს-აპში რაიან ჰიუსი დაამარცხა და თავისი პირველი ოქროს სამაჯური მოიგო. 12 საპრიზო ადგილითა და 4 ფინალური მაგიდით ის POY-ის ხუთეულში მოხვდა.