გას ჰენსენი კვლავ Bobby's Room-შია

"It will be a great summer!" - გას ჰენსენის 'ინსტაგრამის' გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში, ყველაზე ხშირად გაჟღერებული, ირონიით ნათქვამი ფრაზა, რომელიც სხვა ჰაი სტეიკს გრაინდერებმაც აიტაცეს. უცნობია, რეალურად, რამდენად კარგი ზაფხული აქვს პოკერის ვეტერან მოთამაშეს. 

კაზინო 'ბელაჯიოში' მდებარე Bobby's Room-ში მიმდინარე პრივატული ქეშ-გეიმების სტატისტიკა, როგორც წესი, საიდუმლოდ ინახება. თუ მოთამაშე თავად არ გადაწყვეტს საკუთარ სვინგებზე ისაუბროს, მისი წარმატება თუ წარუმატებლობა 'ბობის ოთახის' კედლებში დარჩება. 

როგორც ჰენსენი ყვება, $5.000/$10.000 თამაშებზე მილიონობით დოლარი ტრიალებს. რა თქმა უნდა, დანიელი მოთამაშე მაგიდის დინამიკას არ ახმაურებს. "ჩვენ აქ გვყავს რუსები, შვედები, ებრაელები..." - ამბობს ჰენსენი. მის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში შეგვიძლია დავინახოთ ტიმოფეი კუზნეცოვი, აარონ კატზი, მაიკლ ტურიცი და მეტ ეშტონი. თავად ჰენსენს საუკეთესო დრო არ უდგას - მან გაჭირვებით მოახერხა დაკარგული სტეკის უკან დაბრუნება. მიმაგრებული სურათი, სწორედ იმ მომენტს ასახავს, როდესაც გასმა რამდენიმესაათიან სესიაზე, ბოლოს და ბოლოს, დიდი დარიგება მოიგო. 

მიმდინარე ზაფხულს, ვეგასში გამართულ WSOP-ის რამდენიმე დიდი სახელი აკლდა. ისინი სწორედ Bobby's Room-ის სესიების გამო ჩამოშორდნენ ოქროს სამაჯურის მაძიებელთა დიდ არმიას. ფილ აივი, ბრაიან რასტი, პატრიკ ანტონიუსი, ჯეისონ მერსიერი, სკოტ სივერი და დენ ქეითსი - Bobby's Room-ის რეგულარებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

რუმები

ქართული უცხოური