სამხრეთ კორეაში გამართული Triton High Roller-ის პირველი ტურნირი ნიკ შულმანმა მოიგო
დიდი ტურნირის მოგების შემდეგ, პოკერის მოთამაშეები ხშირად იძლევიან რჩევებს, გვიზიარებენ მათ სტრატეგიულ მიდგომებსა თუ ფსიქოლოგიურ ხრიკებს. სამხრეთ კორეაში, ჯეჯუში გამართული Triton High Roller-ის სერიებზე, პირველი შორთ დექ ივენთის მოგების შემდეგ, ნიკ შულმანი ვერანაირ რჩევას ვერ მოგვცემს. მიზეზი მარტივია - მან, უბრალოდ, შორთ დექის თამაში არ იცის.
"წარმოდგენა არ მაქვს, რას ვაკეთებ. ტურნირის მოგებას ეს ფაქტი დამატებით მხიარულებას სძენს, - ყვება შულმანი, - მე კვლავ არ ვიცი როგორ ვითამაშო პოკერის ეს სახეობა. აღმოჩნდა, რომ თუ თამაში არ იცი, მაგრამ ოლ ინებს იგებ, ტურნირიც შენი გახდება."
Triton High Roller-ის პირველმა ივენთმა, რომელზეც 61 მოთამაშე დარეგისტრირდა, დაგვანახა, რომ შორთ დექი პოპულარობას დღითიდღე იძენს. ყველა ვარაუდობდა, რომ ტურნირს აზიელი გამარჯვებული ეყოლებოდა, რადგან ენტრანტების უმეტესობა კორეიდან, ან ტაივანიდან იყო. თუმცა, ნიკ შულმანის მიერ არაერთი ოლ ინის მოგების შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ ტურნირის მოგებაშორთ დექში გამოუცდელი ამერიკელი მოთამაშისთვისაც შესაძლებელი იყო.
33 წლის შულმანმა $2.135.000 ჰონგ კონგური დოლარი მოიგო, რაც დაახლოებით $272.084 დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ ტომ დუანსა და ფილ აივის შორთ დექში საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ, ისინი ტურნირის პირველივე დღეს გამოეთიშნენ თამაშს და ამერიკელების იმედები ნიკ შულმანსა და ბენ ლემს მიანდეს. ამ უკანასკნელმა ტურნირის მე-4 ადგილი დაიკავა.