Triton 6-max High Roller-ზე დევიდ პიტერსმა $1.118.158 დოლარი მოიგო
დევიდ პიტერსმა სამხრეთ კორეაში მიმდინარე Triton-ის სერიების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი მოიგო. ფინალური მაგიდა მრავალეთნიკური გამოდგა: ამერიკელი პიტერსის გარდა, მაგიდასთან ესპანელი სერჰიო აიდო, ირლანდიელი სტივ ო'დუაიერი და ინგლისელი სტივენ ჩედვიკი ისხდნენ.
ტურნირზე დარეგისტრირებული 23 მონაწილიდან, ფულში შესვლა 4 მათგანმა მოახერხა. ადრეულ სტადიაზევე თამაშს ისეთი სახელები გამოეთიშნენ, როგორებიც ფილ აივი, ჯონ ჯუანდა და პატრიკ ანტონიუსი არიან. მალაიზიელმა ჩოუ ჰინ იანგმა არაჩვეულებრივი სიმტკიცე აჩვენა და AQTQ5 ბორდზე, KJ-ით აწყობილი სთრეითი დაყარა. ჩედვიკს ამ მომენტისთვსი 55 ეჭირა, რაც მას ფულ ჰაუსს აძლევდა.
სერჰიო აიდოს გავარდნის შემდეგ, ჯერი სემ გრინვუდზე მიდგა, რომელსაც საოცრად წარუმატებელი და უიღბლო დღე ჰქონდა. გრინვუდი ე.წ. 'ბაბლიდან' გამოეთიშა თამაშს და ფულში შესვლამდე მხოლოდ ერთი ადგილი დააკლდა. ფინალური ჰედს-აპი სტივ ო'დუაიერსა და დევიდ პიტერსს შორის გაიმართა. ირლანდიელის მაგიდასთან გამოჩენა ნებისმიერი მოთამაშისთვის არასასიამოვნო ამბავია, განსაკუთრებით, თუ მან ფინალურ ჰედს-აპამდე მიაღწია. საბოლოოდ, ტურნირი ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც $1.118.158 დოლარი მიიღო. მე-2 ადგილისთვის, სტივ ო'დუაიერს $745.372 დოლარი შეხვდა.
ამჟამად, ორივე - ო'დუაიერი და პიტერსი მსოფლიოს 20 ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეს შორის შედიან და ფილ ჰელმუტის მე-13 პოზიციის ზედა და ქვედა მხარეებს იკავებენ.