კენეთ კი Triton HK$1.000.000 Hold'em-ის ტურნირს იგებს

კენეთ კის ტურნირების მოთამაშედ არავინ იცნობს - ის სინგაპურელი ქეშ-გეიმერია, პოკერის მაგიდებთან მრავალწლიანი გამოცდილებით. მიუხედავად ამისა, პოკერის სრულიად ახალი სახეობის - შორთ დექის ტურნირებზე მან არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა. როგორც ჩანს, 'ტრიტონის' სახმრეთ კორეულ სერიებზე მან მომგებიანი სტრატეგია შეიმუშავა, განსაკუთრებით ეს ბოლოს გამართულ ჰოლდემ ივენთს ეხება, რომლის პირველი ადგილისთვისაც მან HK$ 22.500.000 - ანუ, დაახლოებით $2.86 მილიონი დოლარი მიიღო.

მისი წარმატების მთავარი ფორმულა იმაში მდგომარეობს, რომ მან მთელი ძალიხსმევა დიდი სვინგების თავიდან აცილებას დაუთმო და ტურნირის ყოველ ეტაპზე, სტეკის სწორად გამოყენება შეძლო. მაშინ, როდესაც ყველა თვლის, რომ აქტიური დინამიკისა და დისპერსიის გამო, ხისტი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, კენეთ კიმ შედარებით რბილი მიდგომა აირჩია და მოხერხებული, ნაკლებად სარისკო მანევრირების ტაქტიკას მიმართა. 

"ვფიქრობ, ქეშ-გეიმისგან განსხვავებით, ტურნირის დროს გემბლინგს უნდა მოერიდო და გაცილებით თავშეკავებულად ითამაშო" - ყვება სინგაპურელი მოთამაშე, მაგრამ აქვე იმასაც ამატებს, რომ ტურნირსა და ქეშ-გეიმს შორის არც ისეთი სხვაობაა, როგორიც ეს პოკერის დამწყებ მოთამაშეებს წარმოუდგენიათ.

ფინალური მაგიდა კის ჩიპლიდით დაიწყო, რიჩარდ იონგი ზომით მე-2 სტეკს ფლობდა, ხოლო კერი კატზს სულ რაღაც 25 ბიგ ბლაინდი ჰქონდა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, კატზმა იმდენი მოახერხა, რომ ფინალური ჰედს-აპი ითამაშა და ტურნირის მე-2 ადგილისთვის $1.773.617 დოლარი მიიღო. ცნობილი მოთამაშეებიდან, ფულში შესვლა მიკიტა ბადიაკოვსკიმ მოახერხა - ის მე-5 პოზიციაზე მოხვდა, $588.657 დოლარიანი ანაზღაურებით. 

რუმები

ქართული უცხოური