გას ჰენსენმა Bobby's Room-ში პერანგი წააგო

Bellagio-ში მდებარე Bobby's Room-ში კვლავაც ჰაი სტეიკს რეგულარები არიან შეკრებილები და ქეშ-გეიმის მრავალსაათიანი სესიების შეწყვეტას არ აპირებენ. ბრაიან რასტი, აიზიკ ჰექსტონი, დენიელ ქეითსი, ალექსანდ კოსტრიცინი, პატრიკ ანტონიუსი - ეს იმ მოთამაშეთა მცირე ჩამონათვალია, ვისაც 'ბობის რუმში' მოკრავ თვალს.

რამდენიმე დღის წინ გას ჰენსენმა საკუთარი პერანგი წააგო და 'ინსტაგრამზე' სურათი შემდეგი კომენტარით გამოაქვეყნა: "როდესაც Bobby's Room-ში ბოლომდე გაგასუფთავებენ და პერანგსაც კი მოგიგებენ."

'ბობის რუმში' მიმდინარე მოვლენები მკაცრად გასაიდუმლოებულია - არავინ იცის რომელიმე მოთამაშის შემოსავალი ან დანაკარგი თუ, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გასაჯაროება თავად მოთამაშის სურვილი არაა. გას ჰენსენი მაგიდასთან ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც პრივატული ოთახის ამბები სააშკარაოზე გამოაქვს და პოკერის გულშემატკივრებს აცნობს. 

პრივატულ ოთახში მიმდინარე თამაშები, ზოგჯერ, საკმაოდ არაორდინალური და უცნაური ხაზით მიმდინარეობს. მაგალითად, ერთ საღამოს, 7 მოთამაშემ გადაწყვიტა $42.000 დოლარიანი ომაჰას ფლიპი ეთამაშა: ბანკში $294.000 დოლარი გროვდება, მოთამაშეებს 4 კარტი ურიგდებათ, ფლოპზე კი ყოველგვარი სავაჭრო რაუნდების გარეშე, მთლიანი ბორდი იდება. მოთამაშეები 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იქცევდნენ ასე თავს. 

რაც შეეხება გას ჰენსენს: მიუხედავად მისი შემართებისა, ის აშკარა დაუნსვინგზეა. ერთ-ერთი მოთამაშე, ვინც მისგან დიდი შემოსავალი მიიღო, დოილ ბრანსონია, რომელიც 'პენსიაზე გასვლის' მიუხედავად კვლავაც მონაწილეობს მსოფლიოს უდიდეს ქეშ-გეიმებში. მის წინააღმდეგ ასევე დიდ მოგებაშია ბრაიან რასტი. მართალია, ჰენსენის წამგებიანი სეზონი გრძელდება - იმედს და პოზიტიური განწყობას ის კვლავ ინარჩუნებს. 

რუმები

ქართული უცხოური