აიმონ ჰატა სოჭში გამართული Triton High Roller-ის გამარჯვებული გახდა
ჰაი როლერების ვიწრო წრეში ახალი სახელი გაჩნდა - აიმონ ჰატა, რომელმაც სოჭში მიმდინარე Triton High Roller-ის მოგება საოცრად ფერად და სხვადასხვა ნაციონალობის წარმომადგენლებით დატვირთულ მაგიდაზე შეძლო. როცა საქმე მულტიეთნიკურ ბექრაუნდს ეხება, ჰატა ამ შემთხვევაშიც ჩემპიონია: დედ-მამის წყალობით, ის ბრიტანეთისა და იაპონიის პასპორტებს ფლობს, თავად გერმანიაში გაიზარდა, ახლა კი ინგლისში ცხოვრობს.
სოჭში მიმდინარე აღმოსავლური სერიების დაწყებამდე, ჰატას ზაფხული ლას ვეგასში, WSOP-ზე დაიწყო, სადაც მან $100.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივნეთის მე-3 ადგილისთვის $1.247.230 დოლარი მიიღო. ამჯერად, ბრიტანელმა გემბლერმა $50.000 დოლარი გადაიხადა და 3.000.000 რუბლი - დაახლოებით, $756.000 დოლარი მოიგო.
მულტიეთნიკურ მაგიდას რაც შეეხება, მასზე მალაიზიელი პოლ ფუა, რუსი მოთამაშები - ვლადიმირ ტროიანოვსკი და კონსტსანტინ უსპენსკი, ფინელი პატრიკ ანტონიუსი და გერმანელი ფილიპ გრისემი, თავად ტურნირის გამარჯვებულთან ერთად, მსოფლიო საზოგადოების მცირე მოდელს ქმნიდნენ. "ძალიან რთული მაგიდა იყო, - თქვა გამარჯვების შემდეგ ჩემპიონმა, - ერთხელ, KK-ის წინააღმდეგ AJ-ით გამიმართლა. მას შემდეგ ყველაფერი ჩემ მხარეს აღმოჩნდა და ყოველი მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის სასარგებლოდ დასრულდა."
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პოზიცია | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | აიმონ ჰატა | $756.000 |
2 | ვლადიმირ ტროიანოვსკი | $501.795 |
3 | კონსტანტინ უსპენსკი | $354.375 |
4 | პატრიკ ანტონიუსი | $236.250 |
5 | პოლ ფუა | $165.375 |
6. | ფილიპ გრისემი | $118.125 |