სტივენ ჩედვიკი - პირველი ბრიტანელი მოთამაშე GPI-ის ლიდერბორდის სათავეში

უკანასკნელი წლების მანძილზე, სტივენ ჩედვიკი საშუალო დონის მოთამაშიდან ერთ-ერთ საუკეთესო ჰაი სტეიკს რეგულარად ჩამოყალიბდა. ბრიტანელი, რომელიც ამ მომენტისთვის Global Poker Index-ის ტოპ ათეულს ლიდერობს, $15.5 მილიონიან სატურნირო მოგებას ითვლის. საინტერესოა, რა გზა გაიარა ინგლისის პატარა ქალაქის მკივდრმა პოკერის ელიტაში ადგილის დასამკვიდრებლად? 

ჩედვიკი ე.წ. 'პოკერის ბუმის' თაობას მიეკუთვნება. საკუთარი ბანკროლის მშენებლობას მან ბოლო 10 წელი შესწირა. უცნაურია, მაგრამ ბრიტანელმა მოთამაშემ კარიერა უფასო ტურნირებით - ფრიროლებით დაიწყო. ყოველგვარი ფინანსური ინვესტიციის გარეშე, ჩედვიკმა ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშის რეპუტაცია შეიქმნა. 

როგორც თავად ყვება, ის ბავშვობიდან ცდილობდა, თანატოლებში საუკეთესო და გამორჩეული ყოფილიყო. პირველობის სწორედ ასეთმა დაუოკებელმა სურვილმა და მიზნადასახულობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის წარმატებულ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში. თუ კარიერის დასაწყისში, ჩედვიკი უფასო ტურნირებს თამაშობდა, ახლა მას ყველაზე ძვირადღირებული ტურნირებისთვის უამრავი სპონსორი სთავაზობს ბაი-ინის და შესაბამისად - მოგების განაწილებას. US Poker Open-ის უკანასკნელ სერიებზე მან 5-ჯერ მოახერხა ფინალურ მაგიდაზე თამაში, საიდანაც 2 ტურნირი მოიგო კიდეც. 

თავდაუზოგავი შრომის გარდა, საკუთარ წარმატებას ჩედვიკი იღბალსაც მიაწერს. ის ბედისწერის ფაქტორს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ თუ თამაში იღბალზეა დამოკიდებული, მასში მონაწილე ერთ-ერთ სუბიექტს უეჭველად გაუმართლებს. ამიტომაც, წარმატების მისაღწევი პირველი აუცილებელი მოთხოვნა თამაშში მონაწილეობის მიღებაა. უკვე მე-18 კვირაა, რაც სტივენ ჩედვიკი GPI-ის ლიდერბორდის სათავეშია და, როგორც ჩანს, ჩამოქვეითებას არ აპირებს. 

რუმები

ქართული უცხოური