$10.000.000-იან საქმეზე სასამართლომ ფილ აივის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

კაზინო Borgata-ის და ფილ აივის შორის 2012 წელს დაწყებული ისტორია ორნაირად შეიძლება დავინახოთ: პირველი - ფილ აივიმ და მისმა კომპანიონმა კაზინოს თავიანთი ტექნიკით, ცოდნითა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით $9.6 მილიონი დოლარი მოუგეს; მეორე - ფილ აივიმ და მისმა კომპანიონმა, არაკეთილსინდისიერი და აფიორული მეთოდებით, კაზინოს $9.6 დოლარი 'აახიეს'. როგორც ჩანს, სასამართლომ სწორედ მეორე ვერსია მიიჩნია მართებულად. 

2012 წელს, კაზინო Borgata-ში აივიმ და მისმა პარტნიორმა - ჩენგ სუნმა ბარაკას მაგიდებთან $9.6 მილიონი დოლარი ე.წ. edge sorting-ის გამოყენებით მოიგეს. ისინი ბანქოს ზურგზე რთულად შესამჩნევი ხარვეზების გამოყენებით ახერხებდნენ კარტის სავარაუდო ღირებულების ამოცნობას, რაც მათ მათემატიკურ უპირატესობას აძლევდა. ყველაფერი კი რამდენიმემილიონიან მოგებაში აისახა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაშისთვის გამოუსადეგარი ინვენტარის მიწოდების გამო, ბანქოს მწარმოებელ კომპანია Gemaco-ს $30.000 დოლარიანი ჯარიმა დაეკისრა; აივისა და მისი მეგობარს კი ბაკარაში მოგებული $9.6 მილიონი დოლარი და ქრეფსის მაგიდებთან მოგებული $500.000 დოლარის გადახდა დაევალათ. 

კაზინო Borgata-ის წარმომადგენლების მტკიცებით, რომელსაც სასამართლოც ეთანხმება, აივის მიერ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებში მონაწილეობის გათვალისწინებით, მისი ფინანსური მდგომარეობა კაზინოსთვის დაწესებული თანხის გადახდის საშუალებას იძლევა. როგორც კაზინოს ადვოკატი აცხადებს, თუ აივი $10.000.000 დოლარს არ გადაიხდის, მას კაზინოებში შესვლა უნდა აეკრძალოს. 

რუმები

ქართული უცხოური