მორის ჰოკინსის 11 ოქროს ბეჭედს HPT-ის ტიტულიც დაემატა

მორის ჰოკინსმა სახელის მოპოვება World Series Of Poker Circuit-ზე ნაჩვენები მრავალწლიანი, ფენომენალური თამაშის შედეგად მოახერხა. მის ანგარიშზე WSOPC-ის 11 ოქროს სამაჯურია. წლების განმავლობაში, ის WSOPC-ის ყველაზე შემოსავლიან მოთამაშედ ითვლებოდა. 

ჰოკინსის წარმატებულ რეზიუმეს, ამჯერად, Heartland Poker Tour-ის ტიტულიც დაემატა. $1.650 დოლარიანი HPT მეინ ივენთის პირველი ადგილისთვის, ჰოკინსმა $113.322 დოლარი მიიღო. 

ტურნირზე დარეგისტრირებული 347 მოთამაშიდან ფულში შესვლა მხოლოდ 36 მათგანმა შეძლო. ფინალური მაგიდის მსვლელობისას, მორის ჰოკინსს ორჯერ მოუხდა ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა. ორივერჯერ მოვლენები ერთი და იგივე სცენარით გავითარდა: ფლოპზე ჰოკინსმა - ორი წყვილი, ხოლო მეტოქეებმა - სეტი მიიღეს; ფლოპზევე დაპირისპირებული მხარეები ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ორივე შემთხვევაში, ჰოკინსმა რივერზე საჭირო კარტი მიიღო და დამატებითი ჩიპების აკუმულირება შეძლო. 

ამ მომენტისთვის, მორის ჰოკინსის საერთო სატურნირო შემოსავალი $3.269.168 დოლარს შეადგენს. როგორც თავად ყვება, პოკერი მისი სამსახურია და ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებს. 

რუმები

ქართული უცხოური