PokerStars EPT €10.300 High Roller-ის გამარჯვებული მაიკლ სოიზა გახდა
უკანასკნელ წლებში, აზიურმა ქვეყნებმა პოკერში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. სავარაუდოდ, აზიელი მოთამაშეები თავიანთ სიტყვას კიდევ იტყვიან, მაგრამ ჰაი როლერ ივენთებზე რომ არაჩვეულებრივად ასპარეზობენ - უდაოა.
PokerStars-ისა და European Poker Tour-ის მიერ ბარსელონაში ჩატარებული €10.300 ევროიანი ჰაი როლერ ივენთის გამარჯვებული მალაიზიელი მაიკლ სოიზა გახდა. მან ფინალურ ჰედს-აპში ფინელი კაი ლეტო დაამარცხა. PokerStars-ის სახე - ლივ ბურე მხოლოდ მე-6 პოზიციას დასჯერდა და ბანკროლი €70.000 ევროთი შეივსო.
"4 ან 6, ზუსტად ვერ ვიტყვი" - ასე უპასუხა სოიზამ კითხვას, თუ რამდენი ტურნირი მოიგო მან 2018 წელს. რაც დანამდვილებით ვიცით, სოიზამ მანილაში გამართული APPT-ის მეინ ივენთი და MSPT DeepStack Championship-ის მეინ ივენთი მოიგო, $588.249 დოლარიანი ანაზღაურებით.
მისი უკანასკნელი გამარჯვება ადვილად არ მოსულა. ტურნირის პირველ დღეს, სოიზას სტეკი 10 ბიგ ბლაინდს შეადგენდა. "მე ვეცადე ხელები ისე მეთამაშა, როგორც ამას წიგნები და თეორიები ამბობდნენ. მალევე, ზომით მე-2 სტეკი მქონდა."
მაიკლ სოიზა 2 წელია, რაც პოკერს პროფესიონალურად უდგება და მის ანგარიშზე უკვე ტურნირებში მოგებული $2.3 მილიონი დოლარია. "კოლეჯში ბევრს ვთამაშობდი. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, საინვესტიციო ბანკში დავიწყე მუშაობა. სამწუხაროდ, მალაიზიის ეკონომიკის გათვალისწინებით, საბანკო საქმეში ჩვენთან ბევრს არ იხდიან. 2016 წელს სამსახური მივატოვე და პოკერის თამაშს შევუდექი."