ბენჟამინ პოლაკმა ბარსელონაში გამართული EPT €50.000 Single Day High Roller მოიგო

სანამ ბარსელონაში მიმდინარე EPT Main Event-ზე მონაწილეების რეკორდული რაოდენობა რეგისტრირდებოდა, ჰაიროლერებმა €50.000 ევროიან ტურნირს მიაკითხეს, რომლის პირველი ადგილისთვისაც ერთ-ერთმა საუკეთესო ფრანგმა მოთამაშემ - ბენჟამინ პოლაკმა €979.000 ევრო მიიღო.

ღონისძიებაზე 69 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც ჰაი როლერ ივენთებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მონაწილეებს შორის იყვნენ: ბილ პერკინსი, დენ სმიტი, მუსტაფა კანიტი, სემ გრინვუდი, ბრინ კენი, მიკიტა ბადიაკოვსკი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ €100.000 ევროიანი ჰაი როლერი მოიგო, €1.650.300 ევროიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

ტურნირი მართლაც დიდი სახელებით იყო დატვირთული: ივენთის პირველი მსხვერპლები სტივენ ჩედვიკი და დევიდ პიტერსი იყვნენ. ალექს ფოქსენის ჩიპლიდის შემდეგ, ბევრი ვარაუდობდა, რომ მაკაუში თითქმის მილიონი დოლარის მოგების შემდეგ, ფოქსენი კიდევ ერთხელ, მილიონიან ანაზღაურებას მიიღებდა. WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულის - რაინ რაისის მე-4 ადგილიდან გავარდნის შემდეგ, ტურნირი ხელში ფრანგებმა - ბენჟამინ პოლაკმა და ჟან-ნოელ ტორელმა ჩაიგდეს. 

ფინალური ჰედს-აპი სწორედ ტორელსა და პოლაკს შორის გაიმართა. ფრანგულ დაპირისპირებაში, პოლაკმა საკუთარი სტეკი მაქსიმალურად გამოიყენა და €979.000 ევროიანი ანაზღაურებით, კარიერული შემოსავლის მაჩვენებელი $10.000.000 დოლარიან მაჩვენებელს გადააჭარბა. 

რუმები

ქართული უცხოური