WCOOP-სა და PowerFest-ზე რამდენიმე მილიონი დოლარი უკვე გათამაშდა
მიუხედავად იმისა, რომ PartyPoker-ის სატურნირო სერიები - POWERFEST და PokerStars-ის ყოველწლიური მეგა ფესტივალი WCOOP (World Championship Of Online Poker) სულ რაღაც მე-3 დღეა მიმდინარეობს, პოკერ-რუმებმა უკვე $20.000.000 დოლარამდე ანაზღაურება გასცეს. PartyPoker-ის ტურნირებზე, საერთო ჯამში, $60.000.000 დოლარის გაცემაა დაგეგმილი; PokerStars-ს კი WCOOP-ზე $70.000.000 დოლარიანი გარანტირებული ტურნირები აქვს დაანონსებული.
PartyPoker-ის სერიებზე უკვე 3 ტურნირი დასრულდა, რომელთა გარანტირებული საპრიზო ფონდები $1 მილიონ დოლარს შეადგენდნენ. მე-16 ივენთის - POWERFEST $1M Guaranteed Championship-ის გამარჯვებული, $207.978 დოლარიანი ანაზღაურებით, როზვადოვში მდებარე King's Casino-ს მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი გახდა. ჩეხმა ჰაი სტეიკს გემბლერმა და ბიზნესმენმა 203 მოთამაშეს შორის მოახერხა პირველი ადგილის დაკავება. ცუკერნიკმა ფინალურ ჰედს-აპში ჰაიროლერ ივენთების რისხვა - მიკიტა ბადიაკოვსკი დაამარცხა, რომლის ანგარიშზეც მე-2 ადგილისთვის $150.960 დოლარი გადაირიცხა.
რაც შეეხება POWERFEST-ის რიგით მე-2 ტურნირს, გარანტირებული $1 მილიონ დოლარიანი საპრიზო ფონდით, მისი გამარჯვებული ონლაინ გრაინდერი WWWpartyCOM გახდა. ფინალურ მაგიდაზე ორმა ლეგენდარულმა მოთამაშემ - ანატოლი ფილატოვმა და ბეტრან Elky გროსპელიემ ითამაშეს, რომლებმაც შესაბამისად $159.000 და $83.000 დოლარიანი ანაზღაურებები მიიღეს.