WSOP Circuit-ის ჰოლანდიურ მეინ ივენთზე ტობიას პიტერსმა გაიმარჯვა

ტობიას პიტერსს სულ რაღაც 4 საათი დასჭირდა, რათა როტერდამში გამართული WSOP Circuit-ის ოქროს ბეჭედი მოეგო. ჰოლანდიელმა პროფესიონალმა ფინალურ ჰედს-აპში ბარტ ბინენი დაამარცხა და პირველი ადგილისთვის €67.766 ევრო მიიღო. 

მართალია, პიტერსი რამდენიმე წლის განმავლობაში GPI-ის რეიტინგში ყველაზე მომგებიანი ჰოლანდიელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მას იორის რუისმა გაუსწრო. "იორისს არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა ბარსელონაში, -  ყვება პიტერსი, - იმედი მაქვს, ჩემი ამ გამარჯვებით ძველი ადგილის დაბრუნებას და დაწინაურებას შევძლებ. ამის შემდეგ, კვიპროსში, მაროკოსა და ჩეხეთში მივდივარ, რათა ადგილობრივ ტურნირებს დავესწრო. ასე რომ, თუ უკან ვარ, დაწინაურების უამრავი შანსი მომეცემა."

ფინალური დღის სტარტისთვის, ტობიას პიტერსს რიგით მე-2 სტეკი ჰქონდა. მალევე, მან პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ჩიპლიდის სწორად გამოყენება სცადა: "მაგიდაზე 2 შორტ სტეკი იყო. ვეცადე, მათ გავარდნამდე მაქსიმალურად მშვიდად მეთამაშა. შორტ სტეკების გასვლის შემდეგ, დარჩენილ მოთამაშეებზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელე, რამაც შედეგი გამოიღო."

ჰედს-აპ დაპირისპირება დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ეფექტური სტეკი 60 ბიგ ბლაინდს შეადგენდა, ხოლო პიტერსისა და ბინენის სტეკები 90 ბიგ ბლაინდს ითვლიდნენ. მიუხედავად ამისა, ტობიას პიტერსმა რამდენიმე დიდი დარიგების ზედიზედ მოგება შეძლო, მათ შორის მოწინააღმდეგის წარუმატებელი ბლეფი იყო, რის შედეგადაც ბინენს მხოლოდ 10 ბიგ ბლაინდი დარჩა. საბოლოოდ, ბინენი A4-ით პიტერსის K8-ის წინააღმდეგ ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა, ხოლო რივერზე დადებულმა K-მა ყველაფერს წერტილი დაუსვა და ტობიას პიტერსს პირველი ოქროს ბეჭედი მოუტანა. 

რუმები

ქართული უცხოური