$10.000 Short Deck-ის ივენთი მორის ჰოკინსმა აიზიკ ჰექსტონთან დათმო
ტურნირის დაწყებიდან 5 საათისა და 30 წუთის შემდეგ, ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი აიზიკ ჰექსტონი Poker Masters-ს $10.000 დოლარიანი შორთ დექ ივენთის გამარჯვებული გახდა. ფინალურ ჰედს-აპში მან WSOPC-ის სპეციალისტი - მორის ჰოკინსი დაამარცხა, რომელმაც ამერიკელ ჰაი სტეიკს გრაინდერს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია.
$176.000 დოლართან ერთად, აიზიკ ჰექსტონი Purple Jacket-ისთვის ბრძოლაშიც დაწინაურდა და ამჟამად, სულ რაღაც 30 ქულით, მხოლოდ ბრენდონ ადამსს ჩამორჩება. Poker Masters-ის სერიებზე ჰექსტონი უკვე მე-3-ჯერ შევიდა ფულში.
ივენთი სიახლეს წარმოადგენდა იმ მოთამაშეებისთვის, ვინც ტრადიციულ ტეხასურ ჰოლდემს არიან მიჩვეულები. ტურნირზე ჰოლდემის ახალ სახეობას - ე.წ. შორთ დექს თამაშობდნენ, რომელმაც პოპულარობა სამხრეთ აზიაში მოიპოვა და ნელ-ნელა ევროპასაც 'უტევს'.
"გუშინ, ჩემს კარიერაში პირველად ვითამაშე შორთ დექი. ეს ჩემი პირველი ხელი იყო, - ყვება ჰექსტონი, - ბლაინდების ზრდასთან ერთად, თამაშს ნელ-ნელა ვსწავლობდი. უკანასკნელი 30 დარიგების განმავლობაში, ოლ ინ სუტიაციაში ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ საგრძნობლად მიმართლებდა."
ტურნირის ფინალური ექვსეული ასე გადანაწილდა:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | აიზიკ ჰექსტონი | აშშ | $176.000 |
2 | მორის ჰოკინსი | აშშ | $115.000 |
3 | რაიან ტოსოკი | აშშ | $77.000 |
4 | ენდრიუ რობლი | აშშ | $55.000 |
5 | კერი კატზი | აშშ | $44.000 |
6 | დომინიკ ნიცშე | გერმანია | $33.000 |