ალი იმსიროვიჩმა Poker Masters-ის 2 ტურნირი ზედიზედ მოიგო

ორი განსხვავებული დღე, ორი განსხვავებული ტურნირი, ორი განსხვავებული ბაი-ინი - ერთი და იგივე გამარჯვებული. $25.000 დოლარიანი ივენთის მოგების შემდეგ, ალი იმსიროვიჩმა $50.000 Poker Masters No-Limit Hold'em-ის ფინალურ ჰედს-აპში კორაი ალდემირი დაამარცხა და Poker Masters-ის ფარგლებში $1 მილიონ დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. 

უკანასკნელი გამარჯვებისთვის, იმსიროვიჩმა $799.000 დოლარი მიიღო. მანამდე, $25.000-იანი ივენთის მოგებისთვის, როდესაც მან ბენ იუს დამარცხება შეძლო, იმსიროვიჩის ანაზღაურებამ $462.000 დოლარი შეადგინა. ჯამში, ამერიკელმა მოთამაშემ $1.261.000 დოლარი მიიღო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მან Purple Jacket-ისთვის რბოლაში დამატებით 300 ქულა მიიღო, ბრენდონ ადამსს გაუსწრო და ლიდერბორდის სათავეში მოექცა. 

"ერთი ტურნირის მოგების შემდეგ, მეორე ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა ძალიან მიხაროდა, - ყვება ალი იმსიროვიჩი, - ვიცი, რომ Purple Jacket-ის რეიტინგში კიდევ უფრო შემიძლია პოზიციების გამყარება, მაგრამ მეინ ივენთი ახლოვდება და ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ძალები ამ ტურნირისთვის შემოვინახო."

სხვადასხვა ტურნირის ფინალურ მაგიდებზე, იმსიროვიჩმა ისეთი მოთამაშეები დაამარცხა, როგორებიც ჯეიკ შინდლერი, ჯასტინ ბონომო, სემ სოვერელი, კორაი ალდემირი, ბრაიან რასტი, ჯეისონ კუნი და დენიელ ნეგრანუ არიან.

Purple Jacket-ის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაქულები
1ალი იმსიროვიჩიაშშ660
2ბრენდონ ადამსიაშშ510
3აიზიკ ჰექსტონიაშშ480
4ჯეიკ შინდლერიაშშ390
5ბენ იუაშშ360

 

რუმები

ქართული უცხოური