სტეპლსი, გროსი, მანიმეიქერი და მარტინი აუქციონზე

Run It Up-ის გუნდი, ჯეისონ სომერვილთან ერთად, Peppermill Resort & Casino-ში ბრუნდებიან, Run It Up Reno-ს მე-7 სეზონის ჩასატარებლად, რომელიც 19 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

11 დღიანი ფესტივალი 21 ტურნირს აერთიანებს, რომელთა შორისაც 2 ტურნირზე PokerStars Players Championship-ზე დასასწრები $30.000 დოლარიანი მოსაწვევი გათამაშდება. რაც ყველაზე მთავარია, ფესტივალის ფარგლებში $125 დოლარიანი Partner Event გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს ფინანსური დახმარების შეგროვებას ნევადის შტატის ბავშვთა ფონდისთვის, რომლებიც კიბოს ებრძვიან. 

სწორედ ამ ტურნირის პოპულარიზაციისთვის, რამდენიმე მოთამაშემ ძალების გაერთიანება და აუქციონის გამართვა გადაწყვიტა. მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ პოკერის 4 ვარსკვლავიდან ერთ-ერთს შეხვდნენ და მასთან რამდენიმე საათი გაატარონ. აუქციონზე წარმოდგენილები არიან: 2003 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული - კრის მანიმეიქერი, 'ტვიჩის' სუპერვარსკვლავი - ჯეიმი სტეპლსი, ვლოგერი  - ჯეფ გროსი და კანადური Big Brother-ის გამარჯვებული - კევინ მარტინი.

აუქციონის გამარჯვებულს საშუალება ექნება მის მიერ არჩეულ პროფესიონალთან ერთ გუნდში გაერთიანდეს და Run It Up Reno-ს 21 ოქტომბრის ტურნირზე მასთან ერთად ითამაშოს. გარდა ამისა, გამარჯვებული თავისი ახალი პარტნიორისგან 30 წუთიან გაკვეთილსაც მიიღებს. როგორც ჯეიმი სტეპლსი ამბობს, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი კრის მანიმეიქერს აქვს: "ვის არ ენდომებოდა პოკერის ბუმის ამგორებელთან ერთად თამაში?"

 

რუმები

ქართული უცხოური