Poker Masters-ის მეინ ივენთი დევიდ პიტერსმა მოიგო

5 საათიანი მარათონული თამაშის შემდეგ, რომელიც 3 ფინალისტს შორის მიმდინარეობდა, დევიდ პიტერსმა ჩიპლიდის დაბრუნება და 2018 წლის Poker Masters-ის მთავარი ღონისძიების მოგება შეძლო. პირველი ადგილისთვის, ამერიკელმა მოთამაშემ $1.150.000 დოლარი მიიღო. 

ფინალურ მაგიდაზე, პიტერსმა ბრინ კენი, კორაი ალდემირი და ბოლოს - დენ სმიტი დაამარცა. 2018 წელს, პიტერსის მოგებამ $4.6 მილიონ დოლარს გადააჭარბა. Poker Masters-ზე მან 2 ტურნირი მოიგო - ჯერ $10.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ტურნირი, ახლა კი მეინ ივენთი. მიუხედავად მისი საოცარი წარმატებისა, Poker Masters-ის მთავარი ჯილდოს - Purple Jacket-ის მფლობელი ალი იმსიროვიჩი გახდა. 

მეინ ივენთზე 25 მონაწილე დარეგისტრირდა. ფინალური მაგიდა კი 4 მოთამაშისგან შედგა, სადაც ჩიპლიდერის რანგში სწორედ პიტერსი მოგვევლინა. მან კორაი ალდემირთან რამდენჯერმე დათმო და აღიდგინა ჩიპლიდი, საბოლოოდ კი დენ სმიტის წინააღმდეგ პირისპირ აღმოჩნდა. "ვფიქრობ, თამაშის დალაგება და სხვადასხვა სიტუაციებთან ადაპტაცია კარგად გამომივიდა, - ყვებოდა ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ბრინ კენი, - ძალიან კარგად ვითამაშე და ჩემთვის მთავარი სწორედ ეს არის." 

3 მოთამაშეს შორის გამართული 175 დარიგების შემდეგ, მთავარი ორთაბრძოლა დაიწყო. ჰედს-აპის სტარტისთვის, მოთამაშეებს თითქმის თანაბარი სტეკები ჰქონდათ, პიტერსის მცირედი უპირატესობით. ორივე მხარე ბლაინდების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, რათა თამაშის ტემპი შედარებით აჩქარებულიყო. მასიური ჩიპლიდის მოპოვების შემდეგ, პიტერსს იღბალმაც შეუწყო ხელი და K7-ით დენ სმიტის A7 დაამარცხა, რაც სმიტისთვის დამანგრეველი ბედბითი აღმოჩნდა. 

საერთო ჯამში, Poker Masters-ზე პიტერსის თამაში $1.343.200 დოლარით დაფასდა. 

რუმები

ქართული უცხოური