იაპონური დუელი Poker King Cup Macau High Roller-ზე
სამხრეთ აზიაში პოკერის პოპულარიზაციის მიუხედავად, დიდ ტურნირებზე იაპონურ სახელებს თითქმის ვერ შევხვდებით. მაკაუში გამართულ Poker King Cup High Roller-მა აჩვენა, რომ იაპონელებს პოკერის თამაში ნამდვილად შეუძლიათ - 14 ლეველიანი ბრძოლის შემდეგ, KH$80.000-იან ტურნირზე ერთმანეთს ტოკუჰო იოშინაგა და ტაკაში ოგურა დაუპირისპირდნენ.
ტურნირი სილამაზით გამორჩეულ Venetian Macau Resort & Hotel-ში გაიმართა. შარშანდელი ივენთის მონაწილეთა რაოდენობა წელს გაორმაგდა და 69-ს მიაღწია. პირველი ადგილისთვის დაწესებული HK$ 1.410169 ჰონგ-კონგური დოლარიანი ანაზღაურება, რაც დაახლოებით $180.472 აშშ დოლარს შეადგენს, ტოკუჰო იოშინაგასთვის კარიერული შემოსავლის გაორმაგებას ნიშნავდა. მისი საერთო სატურნირო შემოსავალი ამჟამად $400.000 დოლარს ითვლის.
ფინალური მაგიდა იოშინაგას ჩიპლიდით დაიწყო, რომელიც მას ერთი წამითაც არ დაუთმია. იოშინაგამ უილიამ ფასანო გამოთიშა მაგიდას, ხოლო ჰონ ჩონგ ლის მთლიანი სტეკი ტაკაში ოგურამ მიისაკუთრა. იაპონური დუელის გამოცხადების შემდეგ, მოთამაშეებმა მოლაპარაკება გამართეს, საპრიზო ფონდი გაინაწილეს და თამაში მხოლოდ ჩემპიონის ტიტულის გასარკვევად გააგრძელეს.
იაპონელებმა ჩვეულ სიდინჯეს უღალატეს და თამაში ორ დარიგებაში დაასრულეს: პირველი დარიგების დროს ორივეს KK ეჭირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 'მშრალი ბორდის' დარიგების შემდეგ, მეტოქეებს თავდაპირველი სტეკები უნარჩუნდებოდათ. შემდეგი დარიგების დროს კი, იოშინაგას AQ-ს ოგურას 66 დაუპირისპირდა. ამჯერად, ბორდზე დადებული Q ყველაფერს წერტილს უსვამდა - გამარჯვება და კარიერაში უდიდესი ანაზღაურება ტოკუჰო იოშინაგას ხვდა წილად.