ტონი რუბერტომ WPT-ის ტურნირი მეორედ მოიგო
ტონი რუბერტო იმ მოთამაშეთა რიგს შეუერთდა, ვინც WPT-ის ტურნირის მოგება ორჯერ შეძლო. WPT Maryland-ზე დარეგისტრირებულ 554 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენებისთვის ამერიკელმა მოთამაშემ $344.755 დოლარი მიიღო. მისი პირველი WPT-ის ტიტული 2011 წლით თარიღდება, როდესაც WPT Jacksonville მოიგო და კარიერაში იმ მომენტისთვის ყველაზე დიდი - $325.928 დოლარიანი ანაზღაურება გაინაღდა.
რუბერტოს უკვე გამოუვიდა არაჩვეულებრივი წელი: ის PartyPoker MILLIONS North America Main Event-ის მე-3 ადგილზე გავიდა და ბანკროლი $781.018 დოლარით შეივსო. საერთო ჯამში, მისმა 2018 წლის მოგებამ $1 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რუბერტოს მიერ მოგებულ ტურნირზე 554 მონაწილე დარეგისტრირდა, საიდანაც ფულში შესვლა 70 მათგანმა მოახერხა. ცნობილ მოთამაშეებს შორის პოლ ვოლპი, მარია ჰო და ბრაიან პიკოლი იყვნენ. ფინალური ჰედს-აპი ტონი რუბერტოსა და შანკარ პილაის შორის გაიმართა. პილაიმ თამაშში საინტერესო შტრიხები თავისი იღბლის წყალობით შეიტანა: მან მაღალი წყვილით რუბერტოს სეტის წინააღმდეგ მთელი სტეკი მაგიდის ცენტრში მოაქცია, ხოლო რივერზე ბექდორ ფლეში მიიღო. მიუხედავად რამდენიმე მსგავსი შემთხვევისა, რუბერტომ აგრესიული პოკერი აჩვენა - მისი 3-ბეთი ხშირად ღებულობდა მოწინააღმდეგისგან ფოლდს, რაც სტეკის ნელ-ნელა მისაკუთრების საშუალებას იძლეოდა.
საბოლოოდ, 179-ე დარიგების დროს, რუბერტომ ფლეშ დროს იმედით დიდი რეიზი გააკეთა. ტოპ წყვილით შეიარაღებულმა პილაიმ ოლ ინის თამაში გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუბერტო ბანკზე იყო 'მიბმული'. სტეკების მაგიდის ცენტრში მოთავსების შემდეგ, იღბალი რუბერტოს მხარეს გადაიხარა - რივერზე მიღებულმა ფლეშმა მას რიგით მე-2 WPT-ის მოგების საშუალება მისცა. შანკარ პილაიმ მე-2 ადგილისთვის $220.780 დოლარი მიიღო.