როგორ ვეთამაშოთ 'ლიმპერებს'?

თუ თქვენ ლაივ პოკერს, ან დაბალი ლიმიტების ონლაინ პოკერს თამაშობთ, ეს სტატია თქვენთვისაა. 'ლიმპერები' ხშირად ქმნიან გაუგებარ სიტუაციებს, რომელთა გადაჭრაც გამოუცდელი მოთამაშისთვის ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამ სტატიაში შევეცდებით განვიხილოთ რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება 'ძუნწი' მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებსაც ფლოპის ნახვა მხოლოდ ერთი ბლაინდის გადახდით სურთ. 

1. თეორიული მიდგომა: ითამაშეთ უფრო თაითად - როცა მოწინააღმდეგე პრეფლოპ მხოლოდ ერთ ბლაინდს იხდის, რეალურად მისი მოქმედება ასე შეგვიძლია გავიგოთ: მე საკმარისად ძლიერი ხელი მყავს იმისთვის, რომ ამ პოზიციიდან ვითამაშო. ასეთ დროს, თქვენ არამხოლოდ დარჩენილ მოთამაშეებზე უნდა იდარდოთ, არამედ იმაზეც, რომ 'ლიმპერს' შესაძლოა საკმაოდ სოლიდური ხელი ჰყავდეს. თაითი თამაში ასეთ შემთხვევაში გამართლებულია, თუ: 

  • თქვენ შემდეგ დარჩენილი მოთამაშეები ხშირად აკეთებენ 3-ბეთს
  • თუ თქვენ შორთ სტეკი ხართ
  • თუ 'ლიმპერი' ძლიერი მოთამაშეა, რომელიც ოპენ ლიმპისა და ოპენ რეიზის დაბალანსებას ცდილობს (ასეთი მოთამაშე საკმაოდ იშვიათია)

2. პრაქტიკული მიდგომა: გახდით უფრო აგრესიული - სინამდვილეში, 'ლიმპერზე' შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის სუსტი მოთამშეა, რომელიც პოსტ-ფლოპზე საკმაოდ იშვიათად შექმნის პრობლემას. მას მხოლოდ ფლოპის ნახვა სურს და თუ მისი კარტი მაგიდაზე დადებულ 3 კარტს არ მოერგო, ის ადვილად დაყრის ხელს. მსგავს სიტუაციებში, რეიზის გაკეთება და 'ლიმპერის' იზოლირება საუკეთესო არჩევანია. პოსტ-ფლოპ, უმეტეს შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ აგრესიის გაგრძელებას და 'ლიმპერის' დარიგებიდან გამოთიშვას.

3. გაზარდეთ 3ბბ+1ბბ ყოველ ლიმპერზე - ასეთი ზომის რეიზი საკმარისია იმისთვის, რომ დარჩენილმა მოთამაშეებმა სუსტი ხელები გადაყარონ, ხოლო 'ლიმპერი' თამაში შეიტყუოთ. როგორც ზემოთ აღინიშნა, პრე-ფლოპ ნაჩვენებ აგრესიას პოსტ-ფლოპზეც აგრძელებთ. 

4. როცა ეფექტური სტეკი 30-40 ბიგ ბლაინდს შეადგენს, არ გაზარდოთ დაბალი წყვილებით - დაბალი წყვილებით რეიზის კეთება და პოსტ-ფლოპ აგრესიის გაგრძელება სტანდარტული თამაშია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეფექტური სტეკი 100ბბ ან უფრო მეტია. 40ბბ-ის შემთხვევაში, დაბალი წყვილებით რეიზი და აგრეიის გაგრძელება, პრაქტიკულად, წამგებიანი თამაშია, რადგან მოწინააღმდეგის ფლოპთან მცირე კავშირის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა ის ბანკზე მიბმული აღმოჩნდეს და თქვენი აგრესია საკმარის პატივისცემას ვერ დაიმსახურებს. 

5. თუ თქვენ უკან დარჩენილი მოთამაშეები 3-ბეთს ხშირად აკეთებენ, შეამცირეთ თქვენი საწყისი ხელების რეინჯი - თუ თქვენ უკან დარჩენილმა რეგულარებმა შენიშნეს, რომ  თქვენ 'ლიმპერის' იზოლირებას ფართო რეინჯით ცდილობთ, საკუთარ თამაშს ისინი თქვენს აგრესიას მაშინვე მოარგებენ და 3-ბეთებით შეგიტევენ. ასეთ შემთხვევაში თქვენ ორი არჩევანი გაქვთ: 

  • დაიწყოთ 4-ბეთის კეთება
  • გადაერთოთ გაცილებით თაით თამაშზე და შეამციროთ თქვენი ჰენდ-რეინჯი

6. მნიშვნელოვნად შეამცირეთ თქვენი ოპენ-რეიზ ჰენდ-რეინჯი, როცა ბლაინდების პოზიციებიდან თამაშობთ, რადგან პოსტ-ფლოპზე თქვენ პოზიციის გარეშე აღმოჩნდებით. 

7. თუ მოწინააღმდეგე ლიმპ-3-ბეთს თამაშობს, მას ძლიერი ხელი ჰყავს - როდესაც 'ლიმპერი' თამაშში შედის, მას იაფი ფლოპის ნახვა სურს, მაგრამ თუ ის თქვენს რეიზს 3-ბეთით პასუხობს, მაშინ მისი კარტი ნამდვილად იმსახურებს საკმარის დაფასებას - უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ დროს 'ლიმპერს' საკმაოდ ძლიერი ხელი ჰყავს. 

8. გაზარდეთი მცირედით, როცა ბლეფს აკეთებთ, მაგრამ გააკეთეთ დიდი რეიზი, როცა ველიუს მიღებას ცდილობთ - 'ლიმპერები' უმეტეს შემთხვევაში გამოუცდელი, დამწყები მოთამაშეები არიან. ისინი ერთნაირი წარმატებით დაყრიან ხელს, როდესაც ფლოპზე თქვენ ბანკის 50%-ს, ან 70%-ს ჩამოხვალთ. შესაბამისად, ისინი ერთნაირი წარმატებით გააკეთებენ ქოლს ორივე შემთხვევაში. ამიტომაც, ბლეფის დროს, თქვენი მიზანი ნაკლები თანხის გარისკვა, ხოლო მომგებიანი ხელის შემთხვევაში - ბანკის მაქსიმალურად გაზრდა იქნება. მსგავსი თამაში რეგულარების წინააღმდეგ სრული კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ დამწყებ მოწინააღმდეგესთან მსგავსი მიდგომა საუკეთესოა. 

 

რუმები

ქართული უცხოური