გრეგ რეიმერი პოკერის სატურნირო სტრატეგიაზე წიგნს გამოუშვებს

​ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გრეგ რეიმერმა 2004 წლის WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო. ამ წლების განმავლობაში, Fossilman-ის ყურადღება მთლიანად სატურნირო პოკერს ეთმობოდა და აი შედეგიც: რეიმერი მრავალი წლის წინ ჩაფიქრებულ პროექტს ახორციელებს და პოკერზე წიგნის გამოცემას გეგმავს, რომლის სათაურიც Fossilman's winning tournament strategies იქნება.

"წიგნი, ძირითადად, სატურნირო სტრატეგიას მოიცავს, - ყვება PokerNews-ისთვის მიცემული ინტერვიუში რეიმერი, - ვფიქრობ, დეტალურად აღვწერე ტურნირების საბაზისო კონცეფციები, რომლებიც თანამედროვე პოკერის ვარსკვლავებსაც კი არ აქვთ ბოლომდე გააზრებული. თუ პოკერში პირველ ნაბიჯებს დგამთ, ეს წიგნი თქვენთვისაა. თუ პროფესიონალურ დონეზე თამაშობთ, თქვენ მაინც იპოვით საინტერესო მიდგომებსა და რჩევებს. წიგნში ისეთ თემებსაც შევეხე, როგორებიც რე-ბაი და 'ბაუნთი' ტურნირების სტრატეგიებია. D&B პოკერის მიმართულებით ყველაზე დიდი გამომცემელია დღეს და მათთან მუშაობა დიდი პატივია."

მართლაც, D&B Poker ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, როდესაც საქმე სამაგიდო თამაშების ლიტერატურას ეხება. კომპანიას ისეთი წიგნები აქვს გამოცემული, როგორებიცაა ფილ ჰელმუტის ავტობიოგრაფია - Poker Brat, მაიკ სექსტონის Life's a Gamble და ლენსი ბრედლის The Pursuit of Poker Success. 

"ჩვენ საკუთარი თავის პოზიციონირებას სწორედ ასე ვახდენთ - პოკერის საუკეთესო მოთამაშეებს ყურადღებით ვუსმენთ, - ყვება D&B-ის დამფუძნებელი, ბაირონ ჯეიკობსი, - როცა მეინ ივენთის გამარჯვებული გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ ჩვენთან ერთად წიგნის შექმნა სურს, ყველაფერი გასაგები ხდება. ფილ ჰელმუტთან და ქი უინთან ერთად, გრეგ რეიმერი მეინ ივენთის მე-3 გამარჯვებული იქნება, ვისთვისაც ჩვენ წიგნს გამოვცემთ."

რუმები

ქართული უცხოური