Live MILLIONS UK Main Event-ის გამარჯვებული იოანის ანგელო-კონსტასი გახდა

5 დღიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, PartyPoker-ის ბრიტანული სერიის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული გამოვლინდა - Live MILLIONS UK Main Event იოანის ანგელო-კონსტასმა მოიგო, £940.000 ფუნტ სტერლინგიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ბერძენმა მოთამაშემ გამარჯვება გადატვირთული ლაინ-აფის პირობებში - 1.014 მოთამაშეს შორის მოიპოვა. 

"შოკში ვარ, - ყვებოდა გამარჯვების შემდეგ ანგელო-კონსტანსი, - გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საკუთარი გონების დალაგებას ვცდილობდი. კარგად მეძინა, დაახლოებით 6 საათი. მიუხედავად იმისა, რომ ჩიპლიდერი ვიყავი, თამაში ძალიან სტრესული გამოდგა, რადგან ჩიპლიდი გამარჯვებას არ ნიშნავს. ძალიან გამიმართლა, ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი."

ფინალურ მაგიდაზე ევროპული პოკერის ისეთი ვარსკვლავები იყვნენ შეკრებილები, როგორებიც დარა ო'კერნი, ტომ ჰოლი, სემ გრაფტონი და ანტუან ლაბატი არიან. 2013 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ჩემპიონი, რაიან რაისი პირველი აღმოჩნდა, ვინც ფინალური მაგიდა დატოვა. მან £50.000 ფუნტი სტერლინგი მიიღო, რაც დაახლოებით $65.430 დოლარია. 

რაც შეეხება ფინალურ ჰედს-აპს: ანგელო-კონსტასმა ამერიკელი ჰაი სტეიკს გრაინდერი - ალექს ფოქსენი დაამარცხა. ანტუან ლაბატის მე-3 ადგილიდან გამოთიშვის შემდეგ, ანგელო-კონსტანსმა 90%-იანი ჩიპლიდი მოიპოვა, რაც ფოქსენთან ჰედს-აპში მას დამატებით უპირატესობას აძლევდა. ერთ-ერთ მომენტში, ალექს ფოქსენმა სტეკის გაორმაგება შეძლო, რაც ბერძენ მოთამაშეს მოლაპარაკების დაწყებისკენ უბიძგებდა. მოთამაშეებმა ჩიპების მიხედვით, £720.000 და £840.000 გაინაწილეს, ხოლო £100.000 ფუნტი სტერლინგი და ჩემპიონის ტიტული სათამაშოდ დაიტოვეს. 20 წუთის შემდეგ, KA43T ბორდზე ანგელო-კონსტანსმა QJ-ით ოლინი გააკეთა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ალექს ფოქსენმა 88-ით არასწორი ქოლი გააკეთა და ბრიტანული პოკერის უპრესტიჟულეს ჯილდოს გამოეთხოვა.

"ფინალურ მაგიდაზე ბევრი რთული მოწინააღმდეგე შემხვდა და ყველა პატივისცემას იმსახურებს, - ამბობს იაონის ანგელო-კონსტასი, - მაგრამ ალექს ფოქსენი ურთულესი ოპონენტი აღმოჩნდა."

რუმები

ქართული უცხოური