საუკეთესო ესპანელი მოთამაშეები
12 ოქტომბერი ესპანეთის ნაციონალური დღესასწაული - Fiesta Nacional de Espana იყო. 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკის კონტინენტზე პირველად დადგა ფეხი. დღესასწაული არამხოლოდ ესპანეთში, არამედ სხვა ესპანურენოვან ქვეყნებში ყოველწლიურად აღინიშნება და მას 'კოლუმბის დღედ' მოიხსენიებენ. რაც შეეხება სპორტს, ესპანეთმა მსოფლიოს არამხოლოდ დიდი ფეხბურთელები და ჩოგბურთელები, არამედ პოკერის საუკეთესო მოთამაშეებიც უსახსოვრა. ამ სტატიაში 3 ასეთ მოთამაშეს განვიხილავთ.
ადრიან მატეოსი - მას დიდი წარდგენა არ ესაჭიროება. მის ანგარიშზე ლაივ ტურნირებში მოგებული $15.8 მილიონი დოლარია. ვარაუდობენ, რომ არანაკლები თანხა უნდა იყოს მის ონლაინ ექაუნთზე, თუმცა, ესპანელმა მოთამაშემ მისი ექაუნთების თრექინგზე უარი განაცხადა, ამიტომაც მის მოგებებზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. მატეოსი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა. მისი კარიერა 2012 წელს იღებს სათავეს, როდესაც მადრიდში €550 ევროიანი ტურნირი მოიგო. მის ანგარიშზე WPT-ის €10.450 ევროიანი მეინ ივენთიცაა, რომლისთვისაც მან €1 მილიონიანი ანაზღაურება მიიღო. ამ გამარჯვებიდან 2 წლის შემდეგ, მატეოსმა EPT-ის €10.600-იანი მეინ ივენთი მოიგო, €1.082.000 ევროთი პირველი ადგილისთვის. ამას 20-ზე მეტი საპრიზო ადგილიც უნდა დავუმატოთ, საიდანაც თითოეული მინიმუმ $200.000 დოლარადაა შეფასებული.
კარლოს მორტენსენი - სანამ მსოფლიო ასპარეზზე ადრიან მატეოსი გამოჩნდებოდა, პირველი ესპანელის ტიტულს სწორედ კარლოს მორტენსენი ფლობდა. მას El Matador-ის მეტსახელით იცნობდნენ. მორტენსენის ანგარიშზე WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური და WPT-ის 3 ტიტულია. მატეოსის შემდეგ, $12.107.757 დოლარით, ესპანურ ლიდერბორდში ის მე-2 ადგილს იკავებს. მორტენსენი 1990-იან წლებში ესპანეთიდან აშშ-ში გადავიდა, რათა პოკერის მოთამაშის კარიერა ამერიკაში გაცილებით მომგებიანი ჩანდა. 2001 წელს მისი მცდელობა დაფასდა - მორტენსენმა WSOP-ის მეინ ივენთი 613 მოთამაშეს შორის მოიგო, რაც მაშინ რეკორდულ რაოდენობად ითვლებოდა.
სერჰიო აიდო - ესპანეთის ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეებს შორის, ლაივ ტურნირებიდან მიღებული $8.3 მილიონითა და ონლაინ პოკერის მაგიდებთან მოგებული $4 მილიონი დოლარით, მე-3 ადგილს სერჰიო აიდო იკავებს. პოკერში ის 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც €1.650 ევროიანი WPT National მოიგო, €80.000 ევროიანი ანაზღაურებით. სულ რაღაც 5 თვის შემდეგ, აიდომ ლონდონში გამართული UKIPT-ის მეინ ივენთი მოიგო, £144.555 ფუნტ სტერლინგით პირველი ადგილისთვის. 2016 წელს, მან ჯერ $111.111 One Drop-ის ტურნირზე მოიგო $256.000 დოლარი, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, Triton High Roller-ის მე-3 ადგილისთვის $850.000 დოლარიანი ანაზღაურება ნახა.