WSOPE-ის Turbo Bounty Hunter ივენთი უკრაინელმა მიხაილო გუტიმ მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ ივენთს Turbo Bounty Hunter ერქვა, ტურნირი 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 386 მოთამაშეს შორის გამართული დამღლელი ბრძოლის შემდეგ, უკრაინელმა მიხაილო გუტიმ კარიერაში პირველი ოქროს სამაჯური და გამარჯვებულისთვის დაწესებული €61.299 ევრო მიიღო. 

საერთო ჯამში, უკრაინის ანგარიშზე 6 სამაჯურია. მიხაილო გუტი WSOP-ის ივენთებში გამარჯვებულ უკრაინელთა რიცხვს შეუერთდა, რომელთა შორისაც ალექსი კოვალჩუკი, იუჯინ (ევგენი) კაჩალოვი, იგორ დუბინსკი და ალექსანდრ შერბაკი არიან. მართალია, გუტისთვის ეს პირველი სამაჯურია, WSOP-ის ჰედს-აპი მისთვის უცხო არ ყოფილა - ერთი თვის წინ, WSOP Circuit-ის ტურბო ტურნირზე მან მე-2 ადგილი აიღო, შემდეგ WSOP Circuit-ის მეინ ივენთის მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო COLOSSUS-ის ივენთზე ფულში შესვლა მოახერხა. როგორც თავად ამბობს, სოლიდური ანაზღაურება საშუალებას აძლევს მოგვიანებით WSOPE მეინ ივენთიც ითამაშოს. 

ტურნირის ბაი-ინი €1.100 ევროს შეადგენდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სათამაშო მაგიდებთან რამდენიმე ცნობილი სახეს შეიმჩნეოდა: წინა წლის ღონისძიების ჩემპიონი - მარტინ კაბრელი, WSOPE-ის ოქროს სამაჯურის ახალთახალი მფლობელი - ასი მოშე, მანიგ ლუსერი, ჯეფ მედსენი და დაჩ ბოიდი. 

რუმები

ქართული უცხოური