5 შემთხვევა, როდესაც პოკერისგან თავი უნდა შეიკავოთ
პროფესიონალი მოთამაშეებისგან განსხვავებით, პოკერის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს ერთი უპირატესობა აქვთ: ისინი ვალდებულები არ არიან ითამაშონ. პროფესიონალი მოთამაშის საქმე პოკერის მაგიდასთან ან კომპიუტერთან ჯდომა და მარათონული სესიების თამაშია. ენთუზიასტს მსგავსი ვალდებულება არასდროს უჩნდება, რადგან ის მხოლოდ სიამოვნებისთვის, გართობის მიზნით თამაშობს. თუმცა, გართობა ფულის მოგებას არასდროს გამორიცხავს. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც მოყვარულმა მოთამაშემ საკუთარ თავს დასვენების უფლება უნდა მისცეს.
1. როცა დაღლილი ხარ - პოკერის მაგიდასთან უამრავი მოთამაშის ნახვა შეიძლება, რომლებიც დარიგებებს შორის, მცირე ინტერვალებით, მაგრამ მაინც თვლემენ. გასაგებია, რომ მათ წარუმატებელი სესია ჰქონდათ, რის შემდეგაც საკუთარ თავს აიძულებენ წაგებული 'ამოიღონ'. ის რომ ფულის დაბრუნების ასეთი მცდელობა სრულ კრახს განიცდის, დიდ ახსნას არ საჭიროებს. მარტივი წესი: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული, თუ წარუმატებელი იყო სესია - თუ გამთქნარებს, შენი ადგილი საწოლშია და არა სათამაშო მაგიდასთან.
2. როცა ხანგრძლივი დაუნსვინგი გაქვს - არსებობს მოსაზრება, რომ მოთამაშემ არ უნდა დააწესოს წაგების ან მოგების ლიმიტი, მაგრამ ყველა ხვდება, რომ პრაქტიკაში, წამგებიან სესიებს თამაშის ხარისხზე დიდი გავლენა აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ იშვიათად თუ შეუძლია ვინმეს თამაში რობოტივით, ემოციების გარეშე. ხანგრძლივი წაგება მოქმედებს მოთამაშის იმიჯზე და მის თავდაჯერებულობაზე, რაც შეცდომის დასაშვებად საუკეთესო ნიადაგს წარმოადგენს. უნდა გავიაზროთ, რომ თამაშში დაბრუნება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი და შესვენება მომაკვდინებელი ცოდვა არაა. თუ დარიგებებს შორის ანგარიშობთ და ითვლით თანხას, რომელიც დაკარგეთ, საგანგაშო სიგნალია. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი პაუზის აღებაა.
3. როცა გაბრაზებული ხარ - სიბრაზე ბანკროლის განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. აგრესია და დაძაბულობა, რომელიც გაბრაზების დროს იჩენს თავს, არასწორი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. საუკეთესო გამოსავალი გაბრაზების მიზეზის მოძებნა და განეიტრალებაა. თუ ამას ვერ ახერხებთ, დროა შეისვენოთ.
4. როცა გაკოტრებული ხარ - თამაშში დასარჩენად, ან თამაშის დასაწყებად ფულის სესხება ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ ნასესხების გადახდას ადვილად შევძლებთ. მაგრამ გაკოტრების შემთხვევაში, ყველაფერი თავდაყირა დგება. ასეთ დროს ფულის სესხება დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, რადგან ჩვენ არამხოლოდ თამაშზე, არამედ დამატებით ვალდებულებებზე გვეფიქრება, რაც თამაშის ხარისხს მნიშვნელოვნად აზიანებს.
5. როცა ნასვამი ხარ - ამ პუნქტის გამოტოვება ადვილად შეიძლებოდა, რადგან იდეა ისედაც ნათელია. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, წიგნებში ამოკითხული წესების ზედმიწევნით შესრულება შეუძლებელია. თავს იჩენს არასწორი მოლოდინი - გადაჭარბებული თავდაჯერებულობა, ან შიში, რომელიც რეალობას გვაშორებს.