Poker After Dark $1.500/$3.000 ქეშ-გეიმით და ახალი ლაინ-აფით ბრუნდება
ლეგენდარული გადაცემა ახალ სეზონს დოილ ბრანსონთან ერთად იწყებს. სწორედ მის საპატივსაცემოდ, ე.წ. შერეული თამაშების სესიას Godfather Week დაერქვა და მასზე H.O.R.S.E. თამაშები იქნება წარმოდგენილი. როგორც გადაცემის პროდიუსერები გვპირდებიან, თამაშის 5 სახეობას 2-7 თრიფლ დროუც დაემატება, რაც პოკერის ნაკლებად ცნობილი თამაშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. Godfather Week-ის პირველი სესია გუშინ გაიმართა, რომლის ნაწყვეტის ნახვაც სტატიის ბოლოსაა შესაძლებელი.
ქეშ-გეიმ სესიების ლიმიტი $1.500/$3.000-ით განისაზღვრა, რაც მაყურებლებისთვის ნამდვილ სანახაობას შექმნის. დოილ ბრანსონთან ერთად, მაგიდასთან გას ჰენსენი, ბრაიან რასტი, ბრინ კენი, ნიკ შულმანი და სკოტ სივერი არიან მიწვეულები. როგორც PokerGo-ს გუნდი ამბობს, მათი მიზანი Aria-ში მიმდინარე დიდი ქეშ-გეიმის სატელევიზიო სივრცეში გადატანა იყო.
აღსანიშნავია გას ჰენსენის ეკრანზე გამოჩენა. როგორც წესი, Great Dane-ს სატელევიზიო გადაცემებში არ უმართლებს. Poker After Dark-ის უკანასკნელი ეპიზოდის ე.წ 'თიზერში', რომლის ნახვაც ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი, გას ჰენსენი 52-ით ბრაიან რასტის KK-ის წინააღმდეგ 272KA ბორდზე აღმოჩნდება. სესია ჰენსენმა აშკარა 'ქულერით' დაიწყო, მაგრამ საინტერესოა, შეძლებს თუ არა ჰენსენი წარმატებული სესიის გამართვას.