WSOPE €100.000 High Roller-ზე 8 მოთამაშე დარჩა. დომინიკ ნიცშე ჩიპლიდერია

სანამ WSOPE-ის მეინ ივენთი გახურების ფაზაშია, სერიების ყველაზე ძვირადღირებული, €100.000 ევროიანი ჰაი როლერ ტურნირი კულმინაციას უახლოვდება. 95 მოთამაშიდან, ტურნირს 8 მონაწილე შემორჩა, რომლებიც €2.6 მილიონ ევროიანი ანაზღაურებისთვის იბრძოლებენ. 

ღონისძიების გარანტირებული საპრიზო ფონდი €9.000.000 ევროთი განისაზღვა, მაგრამ დამატებითი 5 მონაწილის რეგისტრაციის შემდეგ, ბანკში კიდევ ნახევარი მილიონი ევრო შევიდა. ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი დომინიკ ნიცშეა. მისი სტეკი 30.900.000 ჩიპისგან შედგება, მაშინ როცა მარტინ კაბრელის რიგით მეორე სტეკი 24.500.000 ჩიპს ითვლის. 

ღონისძიებაზე ჰაი როლერების სრული შემადგენლობა იყო წარმოდგენილი. დევიდ პიტერსის, სტივ ო'დუაიერის, ადრიან მატეოსის, ფედორ ჰოცლის და შტეფენ სონტაიმერის გარდა, ტურნირზე პოკერის ლეგენდა, დიდი თამაშიდან პოლიტიკაში წასული ანტანას გუოგა, იგივე - ტონი ჯი გამოჩნდა. 

"ამ ტურნირის ნაცვლად, მეინ ივენთზე გადართვა მინდოდა, - ხუმრობით ყვება ნიცშე, - მინდოდა, მალე დამემთავრებინა საქმეები, თუნდაც გამოვვარდნილიყავი და მეინ ივენთის მაგიდასთან გამეგრძელებინა თამაში, მაგრამ 'სამწუხაროდ' ძალიან მიმართლებს და სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე ცუდად ვთამაშობ." გარდა ამისა, გერმანელმა მოთამაშემ მიკიტა ბადიაკოვსკიზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ყველაზე რთული ოპონენტია, ვისთან თამაშიც ნამდვილად არ სურს, მაგრამ სწორედ მას მოიაზრებს ფინალურ მეტოქედ. 

რუმები

ქართული უცხოური