WSOPE €100.000 High Roller-ის გამარჯვებული მარტინ კაბრელი გახდა
WSOPE-ის მე-9 ივენთის, €100.000 ევროიანი ჰაი როლერის გამარჯვებული მარტინ კაბრელი გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში დევიდ პიტერსი დაამარცხა.
ამ დრომდე, მისი საუკეთესო ანაზღაურება გასული წლის იმავე ივენთზე დაკავებული მე-8 ადგილი და €366.762 ევრო იყო. ამჯერად, ჩეხმა მოთამაშემ €2.624.340 ევრო და WSOP-ის მე-2 სამაჯური მიიღო. "უდიდესი გამარჯვებაა! ძალიან ბედნიერი ვარ, - ყვება კაბრელი, - კმაყოფილი იმით ვარ, რომ გავიმარჯვე. ვის მოვუგე და როგორი მოთამაშეები იყვნენ, დიდად არ მაინტერესებს."
ამერიკულისგან განსხვავებით, ევროპულ WSOP-ზე მარტინ კაბრელი განსაკუთრებული წარმატებით გამოდის - 2 ოქროს სამაჯურის გარდა, როზვადოვში მას WSOP Circuit-ის 4 ბეჭედი აქვს მოგებული. არცაა გასაკვირი, რომ მას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს: "იმედი მაქვს, რომ წელს კიდევ 2 ოქროს სამაჯურს მოვიგებ. შეიძლება საუკეთესო მოთამაშე იყო და არ გიმართლებდეს - ამას ვერაფერს მოუხერხებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი შემთხვევა არ იქნება. თუ მეინ ივენთზე მართლაც არ გამიმართლებს, მაშინ მხოლოდ ერთი სამაჯურის დამატებას შევძლებ."
გუშინდელი დღის ჩიპლიდერი - დომინიკ ნიცშე, რომელიც ფინალურ ჰედს-აპ მიკიტა ბადიაკოვსკისთან დაპირისპირებას გეგმავდა, მე-5 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს. ფინალური მაგიდის მონაწილეთა ადგილები და ანაზღაურება ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | მარტინ კაბრელი | ჩეხეთის რესპუბლიკა | €2.624.340 |
2 | დევიდ პიტერსი | აშშ | €1.621.960 |
3 | ჯულიან ტომასი | გერმანია | €1.116.308 |
4 | მიკიტა ბადიაკოვსკი | ბელარუსი | €789.612 |
5 | დომინიკ ნიცშე | გერმანია | €574.406 |
6 | იან-ერიკ შვიპერტი | გერმანია | €430.218 |
7 | ადრიან მატეოსი | ესპანეთი | €331.943 |
8 | მაიკლ ადამო | ავსტრალია | €264.110 |