შონ დიბი WSOP-ის 2018 წლის მოთამაშეა
ხანგრძლივი მითქმა-მოთქმის შემდეგ, შონ დიბი წლის მოთამაშე გახდა. სანამ WSOP მას საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდა, დიბმა წარმატებული საზაფხულო სეზონი ჩაატარა. ზაფხულის მულტი-თეიბლინგმა, რამდენიმე ტურნირის ერთდროულად თამაშმა და, რა თქმა უნდა, მისმა პროფესიონალიზმმა შედეგი გამოიღო: ის 15-ჯერ შევიდა ფულში, 2 ოქროს სამაჯური მოიგო და $2.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მაიკლ ადამო იყო, რომლის WSOPE-ის მეინ ივენთიდან გამოვარდნის შემდეგ, შონ დიბმა წლის მოთამაშის ტიტული გაინაღდა. "WSOPE-ის გამო ევროპაში წასვლა, ფინანსური კუთხით, ნამდვილად წამგებიანი გადაწყვეტილებაა, - ამბობდა CardPlayer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შონ დიბი, - ამას ფულის გამო არ ვაკეთებ. უბრალოდ, წლის მოთამაშის ტიტულის მოგება მინდა."
მიუხედავად იმისა, რომ WSOP-ის წლის მოთამაშის წოდებისთვის არანაირი ფულადი ჯილდო არაა დაწესებული, მისი მოგება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სიის წევრობას ნიშნავს, რომლის შემადგენლობაც ასეთია:
წელი | მოთამაშე | სამაჯური | ანაზღაურება | საპრიზო პოზიცია |
2018 | შონ დიბი | 2 | $2.400.000 | 15 |
2017 | კრის ფერგიუსონი | 1 | $428.423 | 23 |
2016 | ჯეისონ მერსიერი | 2 | $960.424 | 11 |
2015 | მაიკ გოროდინსკი | 1 | $1.766.796 | 8 |
2014 | ჯორჯ დენზერი | 3 | $878.993 | 10 |
2013 | დენიელ ნეგრანუ | 2 | $2.214.304 | 10 |
2012 | გრეგ მერსონი | 2 | $9.755.180 | 4 |
2011 | ბენ ლემი | 1 | $5.352.970 | 5 |
2010 | ფრენკ კასელა | 2 | $1.255.314 | 6 |
2009 | ჯეფრი ლისანდრო | 3 | $807.000 | 6 |
2008 | ერიკ ლინდგრენი | 1 | $1.348.082 | 5 |
2007 | ტომ შნაიდერი | 2 | $416.829 | 3 |
2006 | ჯეფ მედსენი | 2 | $1.476.852 | 4 |
2005 | ალენ კანინგჰემი | 1 | $1.006.289 | 5 |
2004 | დენიელ ნეგრანუ | 1 | $346.280 | 6 |